вторник, 19 января 2010 г.

ქრისტეფორე მიტილინელის "გალობანი ყოველთა წმიდათანი".

1. ქრისტიანული ლიტერატურა ბერძნულიდან ქართულად ადრიდანვე ითარგმნებოდა. თავდაპირველად ეს არ იყო ზედმიწევნითი სიტყვასიტყვითი თარგმანი. თანდათან მთარგმნელობითი პრინციპები იცვლება და XI საუკუნის II ნახევრიდან საფუძველი ეყრება ელინოფილურ მიმართულებას თარგმანში, რაც გულისხმობს ზედმიწევნით ზუსტ თარგმანს, აზრობრივი ნიუანსის, თუ ენობრივ სტილისტური შესატყვისობების შექმნას. ამ მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელია იოანე პეტრიწი, რომლის მრავალ თარგმანთაგან ერთ-ერთზე გვინდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება. ეს არის ქრისტეფორე მიტილინელის საეკლესიო კალენდარი: "გალობანი ყოველთა წმიდათანი".
2. ქრისტეფორე მიტილინელი წარმოშობით იყო დიდგვაროვანთა ოჯახიდან, ჰქონდა იპატის ტიტული. შემდეგ გახდა პატრიკი. მუშაობდა საიმპერატორო მდივნად. მოგვიანებით იყო მოსამართლე პაფლაგონიაში. მას ეკუთვნის ბიბლიური ტექსტების პოეტური დამუშავება და პოეტური კალენდარი ("წმინდანები"). ეპიტაფიები, პოეტური მიმართვები უმაღლეს სასულიერო და სამეფო პირებზე.
3. ადრიდანვე წმინდანის მიცვალების ადგილას კითხულობდნენ წმინდანის ღვაწლის აღმნიშვნელ საკითხავებს. აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროში სწორედ მათ უწოდებდნენ “პროლოგს”, ანუ შესავალ საკითხავს და “სვინაქსარს” ე. ი. საზეიმო შეკრების საკითხავს. პროზაული სვინაქსარები ადრიდანვე იქმნებოდა. პირველი გალექსილი სვინაქსარის შექმნას კი უკავშირებენ ქრისტეფორე მიტილინელს. 
4. წმინდანთა ერთად განდიდების ტრადიცია ქართულ სინამდვილეშიც არსებობდა. ამის მაგალითია მიქაელ მოდრეკილის “იადგარი” (X ს.), სადაც შეტანილია თვით მიქაელის მიერ შეთხზული ბრწყინვალე საგალობელი – “დასდებელნი ყოველთა წმინდათანი”, რომელშიც მსოფლიო წმინდანებთან ერთად განდიდებულია ქართველი წმინდანებიც. თუმცა საგალობლების მეშვეობით წმინდანთა ერთად განდიდების გარდა პროლოგი-სვისანაქსარის მიტილინელისეული ვერსიის დანიშნულება იყო პრაქტიკული ხასიათისა – მსურველთათვის გაეადვილებინა წმინდანთა ხსოვნის დღეთა დამახსოვრება. სწორედ ქრისტეფორე მიტილინელს, რომელიც მიჩნეული იყო თავისი დროის ერთ-ერთ ცნობილ სქედოგრაფად (სქედოგრაფია სასკოლო დისციპლინაა, რომელიც ეფუძნებოდა ენის შესწავლის მნემოტექნიკურ მეთოდს), შეეძლო წარმატებით გაერთვა თავი ამ ამოცანისათვის
5. იოანე პეტრიწს, როგორც ერთ-ერთ მოთავეს ქართული კულტურის ელინიზაციისა, მხედველობიდან არ გამორჩენია ქრისტეფორე მიტილინელის აღნიშნული შრომა და უთარგმნია ქართულად. ეს თარგმანი დაცულია 1233 წელს შედგენილ ხელნაწერში. თარგმანთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ელინოფილური თარგმანი, რაც თავისთავად უცნაურია და საინტერესო ამ ეპოქისთვის და მითუმეტეს ამ მთარგმნელისთვის. პეტრიწს მიტილინელის ტექსტი შეუმოკლებია, ამოუღია ეპითეტები და ზოგიერთ წმინდანთა სახელები და ლიტურგიკული კანონის სახე მიუცია მისთვის. ქართულ თარგმანში არც ტექსტის პირვანდელი იამბიკური საზომია შენარჩუნებული. 
6. ამ ტექსტის გავლენით იოანე პეტრიწს დაუწყია მსგავსი შრომის შექმნა. შეუთხზავს ხუთი თვის წმინდანთა მოსახსენებელი იამბიკოები, რომელიც გაუგრძელებია XII საუკუნეში არსენ ბულმაისიმისძეს (ოთხი თვე) და დაუსრულებია XVIII საუკუნეში ანტონ კათალიკოსს.


ტ ე ქ ს ტ ე ბ ი

“პროლოღი ათორმეტთა თთუეთა” 


 (თებერვალი - აგვისტო)




A – თი აღვნიშნავთ A- 85 ხელნაწერს
B – თი – შ-3731
ჩ – თი - H-2185





<224რ>

Fფევერვარმან რაÁ ნაკ_ყოს ცხრა და აწ რვა
მღამთაÁ ათერთობს მთენთაÁ სამ და ათ ჟამი.

(ა) ტურფონს ჰშუÀნიან ყრმასა კამსადოს ღრღედნი,  
მადლით ღმერთქმნილსა ეშმაკთა ქრისტებრ ფლობაÁ,
ნიკეას შინა თÂთ მუნ თქუმულთათÂს ÃრმალვაÁ, 
Ãამლით აღმომსჭუალვაÁ, გუÀრდსა ლამპრითა ძრუნობაÁ,
და მათვე მთმენსა Ãელად სულსა ღვთისებაÁ.
ბენდიმიანე ავქსენტისი მისებრვე
და ნახეთქებთა ათ ოთხ და ორ წელ მყოფი
მუÃლმოდრეკილი სარკეთაÁთ პიპირობს .
(ბ) ქეროვიმებრთა საყდართაÁთ მკლავთა მჩენი,
ურიცხოÁ ჩჩÂლებრ რიცხუსა შჯულითა სრულ იქმს,
სÂმეონ იჯმნის ქალწულსა სულის წყლვათა
უთქუამს და ანნა ფანოელეთი ყრმასა
აიესოებს, აღმრთობს, აძუÀლებდღეთაებს.
ამისნი მრწმენნი პერპეტო და ფილიკტი
დიაკეულთა ველურთა განბძარულნი
მოყუსებთა თანა Ãრმალსა ემაღნინტვიან.
(გ) აწ განმიტევე, გუშინ სÂმეონ Ãმობდა,
დღეს ცეცხლისფერთა მკლავთა ადამს უჩვენებს,
წმიდათა სულნი Ãმობენ, აქაცა, მღდელო,
ძრწის ჯოჯოხეთი ანნა რაÁ ახარებდეს,
დავითს ძე შენი და ღმერთი ვიხილეთ ჩუÀნ,
აქა ჰსრულდების ანდრიანეცა Ãრმალსა.
(დ) სამწყსოÁთ ცხოვართაÁთ ქრისტესა ეცხოვარნეს,
ქედნი აკუÀთნეს პაპია , დიოდორე 
სულის ცად მქმნელსა მახÂლსა კლავდის თანა,
და თეოკტისტი და იგნატი ესრეთვე,
პილუსელთა მნათობმან ისიდორე 
სული აღმრთო და მტუÀრი მტუÀრად განყარა.
(ე) ქალწულსა ღვაწლნი ჰპირადჰპირადობდენ რაÁ,
აღათის პეტრე ენეაÁსთა მიჰმად <224ვ> ლებს,
მერმე თრეული ცეცხლითა განიბრძმედვის,
სიძესა სულსა დილეგით ზითვად მისცემს,
ხოლო აბრაჰამ ეპისკოპოსი სპარსეთს 
ღუთითა განჰბასრვის, ქრისტესა ამხოლოებს,
ვინაÁ მოუწოდს სერად ქედითა Ãრმალსა,
და აზარია ადდოÁსი წინამცნობი
მამულსა თÂსსა დაიძინებს მშÂდობით.
(ვ) მÃეცთ მცველი რაÁ სილოვანეს ესაქმა
ზესთმესრულესა ლუკა მუკიმოსითრთ,
ამთნი შურნი იშურვნა ივლიანე,
ჭაბუკმკურნალმან თავი ჰგურდემლა სამსჭუალთა,
კუალად ქმნადთა ჰქუა სულმან, მომელოდენით.
ფავსტია ბრძენი მტანჯველსა სცვლის მოწამედ.
ევლასიოს, ეგრეთვე მაქსიმინოს
მათგან ნამზადნი ტაფაკნი ზოგად ილმნეს.
და სხვაÁცა ფავსტო, ბასილი, სილოვანე
ზეცის გზაობენ და დიდმან ბარსანოფე
კოსტანტინელთა მწყემსსა თანა ფოტიოს
ძილი ირულეს, მართალთაÁ სამნეტართა
საბაელთ ტიტლოÁ ვოკოლის აზედდღისებს.
(ზ) მელიტოპოლით ლამსაკოს მებადური,
პართენი დიდი სკÂრველებათა ზღვაÁ,
ქრისტეს არვეთა ტკბილად დამესტÂნარი,
ძოწავს პორფირთა, ნიშთა აკნინურიცხუÀბს,
მშÂდთ იტალავრებს მძიმეთა ქუÀდამყრელი,
ალექსანდრელთა მზისა პალატს სისხლთმთხევნი
პროტიკტორებნი მათთაÁთ უზღვენ ქრისტესა
და მონებნიცა მათნი ნეტარნი ათნი
ნიკომიდიას ჭრილნი ჭრიან ეთერსა.
აჰრონიოსცა , კÂპრეს ეპისკოპოსსა
ჰრულის მართალთაÁ თეოპემტოÁსვე თანა
და მისთანათა უღამოÁ იჭÂრნათლებს.
(À) მზე პონტოÁთ, ღადირს შუქსხივთა მდიდრად მფენი
ეჯუარვის ქრისტეს ზესთ ბუნებისა წყლვითა,
მთმენობს მუსმარ < 225 რ > თა, ჰმაღნინტობს დაისრვათა,
დღეს სტრატილატმან ბევრთა თანა იმწყობრა
ქედსა რაÁ ილმო Ãრმლითა დიდმან თეოდორე,
ვალგარდა ქრისტე, აჰა, ჩვენცა ჯუარები
გუÀრდსა ლახურვილნი მარიამ მართა დითურთ
და ყრმით მონაზუნით ლუკარიონ ნეტარით
Ãმობდეს გზად თÂსად ცათაგანსა დამდებნი.
ფილადელფოსცა პოლიკარპოÁთურთ გზაჰყვეს.
პაფოÁსა მწყემსმან მაკარი იღვთისსახლა.
თეოდოსია ქუენაÁთ ზეაღიკარვა.
(თ) ი საკÂრველი წინაუკუმოÁცვალებაÁ,
საპრიკიოÁსნი იავრნა ნიკიფორე,
მას ცუდნი ღვაწლნი, ამას მზანი გÂრგÂნნი.
ესე ზღვევაÁყო დაუგებელობამან,
ხოლო მარკელლე ფილაღრე მღდელთ მთავრითურთ
იზეცისგანეს მუნად მიცვლილთა აქაÁთ.
(ი) მოწამე მღდელი ზოსტერსა აპორფირებს
მეფისათა თან შემწირველნი თÂსთაÁ
სიხარულისა სეხნაÁ ხარალამპიოს
ინავთსადგურებს უღელვოსა ალაგსა .
პორფირი ღირსი, დავკტო და თეოქთისტი
იგÂრგÂნებენ მოწამეთა ბანაკსა,
და დედანიცა სამნი ქრისტესად სძლობენ,
და ანასტასი სპარსი მისთÂსვე წმიდაÁ
პატრიარქისა ანასტასისთანავე
წმიდათა მწყობრსა სრულსა განასრულებენ.
(ია) ანიშთმოქმედებს ვლასის მÃეცთა მწყემსობაÁ,
ამღდელმოწამებს ხუÀტა, კუÀრთხნი, წყლითშთობაÁ,
შÂდთა დედათა ქრისტეს ძღუნებაÁ ამოძღურებს, 
ამამებს ჩჩÂლთა სისხლთა მისთა შერევაÁ
და აღმრთობს ზენა სევასტელთ მღდელთმთავრობაÁ,
აბელისითგან მეორისა აბელის.
ნაწილთ პოვნასა ზაქარიაÁსსა ვკრებობთ.
(იბ)ანტიოქელთა მზე მელეტი ზოგადი
Mმადლთავე თანა მეფეთა მპორფირავი
ერთარსებისა წინმბრძოლი, მეხი მტრთაÁ
<225ვ>კოსტანტინეაÁთ სარკეთა ზენად მცვლელი
საყდრადვე აღვალს თევდოსის მიერ მÃნისა.
პოლიტინეოს და სატორნინე მÃნენი
წმიდათა მწყობრსა იქრისტესეზოებენ,
და მარინოÁ ცილთ დამთმენი, მÃნე დედაÁ
განიწიაღებს მერმისად მსასოები,
და ანტნიოს კოსტანტიაÁსა მწყემსსა,
აქაÁთ გნÃსნილსა, ცაÁ აქუს სადგურსაკარვოდ:,
(იგ) ტრფიალებასა სხუად მტÂფრი ტრფიალისაÁ
მარტინიანე ჰმეუფებს მძლედ ვნებათა.
ნავთსაყუდელთაÁთ ლტოლვილი ჰმÃნობს ღელვათა,
ათინას შინა მტუÀრსა აჰრევს თÂსთაცა
და სულსა აქაÁთ მწირობით ზეამკვიდრებს.
თანა ზიარად პავლეს მონაÃსენებნი
აკÂლაითურთ პრისკილა ნეტარებენ
ალექსანდრიელთა მწყემსსა ევლოგის თანა.
(იდ) ავქსენტი დიდი მამათა სიქადული,
ხალკიდონს შინა თქმულთათÂს წინამბრძოლი,
აღსარებისა ოფლთაÁთ იქრისტესვანებს,
და ფილიმონი ღაზელთა ებისკოპი,
კუართსა აზეზებს მეწამულად სისხლითა,
ქრისტესთÂს ძÂინად აღტეხილთა ერთაგან.
(იე)პავლეს ქრისტესსა, ონისიმ, ემისეა 
თÂთ მოქადულსა გამსუÀნედ მისთ ნაწლევთა,
მღდელმოციქული, მოწამე ღვაწლმრავალი
წÂვშემუსრვილი აწცა თანეზიარა,
და პაფნოტიოსს აღმავალსა გზაჰყვების
მუნ ერთსახლობად ევფროსინეს ასული.
(ივ)თითოსახეთა წესთაგან სხუა ქალაქნი,
მრავალ სახეთა ტანჯვათა იპირობენ,
პამფილეს თანა უვალენტი და პავლე
პორფირ, სელევჰკო, თეოდულ, ივლიანე
მუნად მპოვნელნი აქათა თმენათანი,
და მეგÂპტელნი ხუთნი ელიაÁს თანა
ერემია, ესაია, სამუილ
და დანიილმან ცეცხლÃრმა <226რ>ლჯვარები ეტლად
ისამცხოველეს სამყაროÁსაგან მვლელთა,
ხოლო მარუთა ეპისკოპოსი სპარსეთს
და მარტÂლულთა მარტÂროპოლის შინა
თÂთ მათთÂს ქმნილსა ქალაქსა ასაუნჯებს
Dდა მათ თანავე მათსა სატფურსა იმსთობს,
განÃსნილი აქაÁთ ხედვათა უღამოთა. 
(იზ) ტირონი დიდი მარტÂლთა სიქადული,
ღმერთთა დედისა მეხებრ ცეცხლითა აღმწბი,
თÂთცა ცეცხლისა ქადებითა სრულ ქმნილი,
ზაკვათა ჩვენთÂს ივლიანეს ნამზადთა
დაჰÃსნის თეოდორე ზენაÁთ მღვაწებითა
ავქსივი მწყემსი კÂპრელთაÁ თეოსტტრიკოÁს
თანა ბანაკმან პირმშოთამან იმოყუსეს.
შÂდთაგანისა ფილიპპეს მარიამნი
დაÁცა ლეონტის თანა იწმიდათმწყობრებს.
ღირს Ãსენებისა არიან მარკიანე
და პლუვერია მორწმუნენი მეფენი.
(იÀ) კოსტანტინელთა საყდრისა ანგელოზი,
შეცოდებულთა კმაÁ თავსმდები მმარხველი
აქაცა ღირს არს Ãსენების იოანე.
საყდრის მოდგამით თომაÁთურთ აწც მეკრებე
სÂნაელთაცა მწყემსმან აღაპიტოÁ
განიწმიდათასადგურაზეტალავრად.
(ით) მაქსიმეს თანა თეოდოტის, ევსუქის,
ასკლიპიოდოÁს ქედთა ლესნეს Ãრმალებნი
და სოფრონიოს თანავე ტიმოთეოს
აღვლნეს ჰაერნი გზაცემით მცველ მევნთაგან.
სხვაÁ სოფრონიოს და ტიმოთეოს მწყემსნი 
კესარიელთაÁთ ცად განსცვლიან კარავსა.
(კ) პავლეს მოწაფე თÂთ ქრისტესი არქიპპოს
აქაÁთ გნÃსნილი მოციქულთ განიმწყობრეს.
მოწამე მღდელი სადუკ ეპისკოპოსი
სპარსეთს პირუელთა სპარსთაებრ სძღუნებს ქრისტესა.
ასოცდა რვათა Ãრმლით გამურგუნდრუკვილთა
და თÂთც იმკლველებს Ãელსა ცნობა მკლველთასა,
ხოლო აღათონ დიდი პაპაÁ ჰრომისაÁ
ლეონტის თანა კატანელთ მღ<226ვ>დელთმთავარსა
და ეპისკოპთა კენდეოს და ევტროპის
ანანიაÁთურთ აღსახლვილი ცად გასცვლის
მიწის კარავსა მუნად მოქალაქობად.
(კა) ევსტათის დიდსა მღდელთმოძღვართა ვარსკულავსა,
ანტიოქელთა მზესა დაუღამოსა
იოანეს და ტომოთეოს ნეტართა
და ზახარიას იერუსალიმელსა
კიბე აღუდგეს ღვთისა მიმართთ ხედვათა
და ანთოს ორთა მონათა თანა თÂსთა
სისხლებთა ღუარმან აღაღმრთვნა ქცევადთაგან.
(კბ) აღსარებისა ოფლთაÁთ აღმომავალნი
ათანასი და ანასტასი მართალნი
რულსა ირულვენ და პაპაი ტელსეფორე
მარტÂლობისა სისხლითა იპორფირვის.
თომა და ვლასი ღირსნი ეპისკოპოსნი
სÂნეტოს ვისმე მÃნესა მარტÂლსა თანა
მიწისა სახლით ნათლისა ეტლნი იმსთუნეს.
(კგ) სიტყვისა მკერდმან ღვთისმეტყველყო რომელი
მას ჰმოწფობს ღირსი პოლიკარპო ზმÂრნელი,
ნიშთა აუხუებს, მოქენეთაჰმდიდროÁს,
ცეცხლისა ეტლად მიმგები აღვალს ღვთისა.
(კდ) ხორცუხორცოი კაცი ზესთანგელოზი,
მიწით ქადაგი, საფლავით წინამსრბოლი,
სარქუნით საუნჯე, სამარით ნთლისმცემი,
სინანულისა კარი, იროდის Ãრმრვლი
იოანესი თავი სიღრმით გუÀპოვა.
(კე) ტარასი დიდთა იკკლისიათა ერთ იქმს
კრებათა წესსა პორფირად მომბლარდნელი,
წმიდათა ხატთაÁ Ãმამაღალი ქადაგი,
მწყემს მწყემსთა ქმნილი ქალაქთა დედოფლისაÁ,
წმიდად წმიდათა აწ ზემესაიდუმლე
და ალექსანდროს ფიცხელთა ღუაწლთა მთმენი,
მიმოიხილვის კიდულხუÀტილცეცხლვილი,
მოსაგრე ზენად, Ãრმალსა ლესავს ქედითა.
მარკელლოს მწყემსი კÂპრელი წმიდათგანობს.
მოწამენიცა რიგენი და ანტონი
სალოსსა ვისმე თეოდორეს თანა ცად ვლენ.
<227რ>(კვ) ღაზელთა მწყემსი, დიდი, სახელგანთქმული
პორფირი ქრისტეს სამწყსოთა მემზრუნველე,
აღსარებისა ღწლთა შინა ოფლვილი,
მიწასა მიწად, სულსა აღვთისკარავებს,
და სტეფანეცა სასნეულოთმოღუაწე
პროკოპის თანა დეკაპოლიელისა 
იმშÂდთქვეყნებს, მშÂდობით მირულვილი.
თეი მარტვილობს ქრისტესთÂს ნაცვალთმგისა.
(კზ) მოციქულებრი მარკიანე ნეტარი,
პეტრეს მოწაფე, სÂრაკოსელთა მწყემსი
ქრისტესა აღ*თობს კერპთა მიწად შტამÃდელი,
ქადაგებისა ღუაწლთაÁთ დღეს განისუენებს,
და ბასილიოს მამა აღმსარებელი,
ნივთსა ნივთთავე, სულსა Ãელთ უდებს ღმერთსა.
(კÀ) ქრისტეს მისთავე მისებრვე მიუვალებს,
ღუაწლთა შემდგომად ჯუარსა მიუზღავს ნესტორ,
სამწყსოÁთურთ თÂსით ღვთისა მიმცემი სულსა,
ეტყÂს შეთაგან შენნი შენვე იმსხუÀრპლენ.
აბერკიოსცა მოწამე იმარტÂლვის,
და მოციქულნი ევვოლო და ნიმფოÁ
განსრულებულნი ქრისტეს ესრულებიან.
ებვერვარისა ერდოÁ გარდაგმენაკო,
ფიცითსავნები ჩუენი გარდაგმენაკო.

მარტისა დღეთა სამათდაერთობასა
ჟამს წორსთომეტობს ნათელ ბნელთა მოქცევი.

(ა) ევდუკიასთა კნინღა შევეზღვენით
ცვლილმან სატირმან პირველთაგან მეორედ,
აცისკრისფერა, ბნელი ინათლმთენა რაÁ.
ამსხუერპლნა სისხლნი ქრისტეს ესრეთ მეტყუÀლსა,
ზეცისა ძალნო ჩემთანა გიხაროდენ!
და წმიდათაცა ნესტორ და ტრიფიმიოს,
მარკელლ, ანტონი, სილიბისტროს, სოფრონი
და ანტონინე მარკოზ მონაზონითურთ
ქედნი ალესნეს იაკინტებრნი Ãრმალსა,
სულთა ჰაერთა სულნი უვნებლად აღვლნეს.
(ბ) პორფირი ღაზთა ეპისკოპი აქაცა
მოიÃსენების ტროადი მოყუსებითურთ
Ãრმალვილნი, ღმერთსა გაესაკუთრებიან.
<227ვ>ევითალაცა და ღირსი ანდრონიკე
იმარტÂლვიან ათანასიაÁს თანა
პარმენი ბრძენი მოციქულ დიაკონი
ამასვე დღეობს შÂდთა თანმეტალავრე.
(გ) რანი თÂთ პირველ თÂსნი უთÂსნა ღმერთსა
დიდმან თეოდორე აწ კუალად თს*თა თს*თა
თÂსსა უთÂსებს ქრისტესა განჯუარულთა,
კლეონიკეს და ევტროპის ესრეთ ქმნითა,
და ვასილისკოს დილეგით აღიმაღლა.
(დ) მამათ მნათობი, უდაბნოÁსა ვარსკულავი,
მრჩობლად მმეფობი ვნებითურთ ლომთა ზედა,
იორდანისა მკÂდრი გერასიმეოს
ქცევადთა კუალად დამყრელი, იზეცისკრებს.
და ირაიდო, არქელლოს და კÂრილე
ფოტინოÁს თანა ქრისტეს ეწამეწამნეს.
(ე) მარკოს იქების ორკერძოÁთა სიბრძნითა,
ჰშუÀნის აფთართა ქველვილთა მეძღუნეობაÁ,
და დოხოÁსა ფოტიკელის ერთობაÁ,
ორთავე დიდთა სწავლათა გარდმოცემაÁ,
ზეცისა განსა შინა მეკარვეობაÁ,
და გრიგოლისცა კოსტანტინელთა მწყემსსა
ევლოგის თანა იეროსალიმელსა
მშÂდთა ძილითა რულვილთა ზემკÂდრობაÁ.
(ვ) აქა ბოსტანთა სულსა ზემენერგოვნე
ეფუცვის მძლავრსა ქრისტეს არა განგმობად,
ფერÃგამსჭუალული კონონ იზეცისკარებს.
სხვაÁ კონონ ძალთა მთავრისა მცველად მქონი,
ისავროელთა კერპით არწმუნებს ქრისტეს
ჰუნეთმძლეველი, ეშმაკთა მიწად მფლველი,
შემდგომად ღუაწლთა სულსა აღაღვთისახლებს.
წმიდით ქალაქით მწყემსთმთავარი ერმიონ
მწყემსთა განავლენს ქრისტნეად ქერსოვნეთისა,
რვანი ნეტარნი გუÀმათა ეძღუნებიან.
ბასილი მკუდრისა აღმდგენი, თრევით მკუდარობს.
აღათოდორე, ევგენი და ელპიდი
<228რ> მოქცევსა მისვე დღისასა გუÀმით განვლენ
და მუÀთერი ნეტარი წყლით იშთობვის,
ხოლო კაპიტონ, ცეცხლისა მძლე მშÂდობით,
ეთერის ეფრემს თანა ტალავრობს ზენა.
ოთხგზის ათნი და ორნი სარკინოზთაგან
გრძლად განღუაწლვილნი, იმარტÂლვიან Ãრმლითა,
ამასვე დღესა ძელი ცხორებად ვპოვეთ.
(ზ) ტრიმითÂნტისა მწყემსნი ნესტორ, არკადი
ძილსა მშÂდთასა ზენად მიიკიბებენ
და მკურნალთაცა ივლიანე, ევფოლო
ემპლასტროÁ ზავეს სამოთხისა ყუავილთაÁ
და დომენტიოს სარკით ცვლილმან იჭეშმა.
(À) მწყემს აღმსარებმან თეოფილაკტე მიწაÁ
ნიკეას ცვალა, ემწყობრა რაÁ წმიდათა
მოციქულსა რაÁ ერმეს პავლე აღსწერდეს
გუაუწყებს საგრსა მისსა ზეგან განვილად.
დიონოს ვინმე მჭახთაÁთ მწიფენი იმსთუნა.
(თ) ოთხ ათეულსა ორმეოცნი ჰშუÀნიან,
ერთთა ტბით ნეფხვაÁ მეორეთა წმიდა იქმს
მათი დამუსრვაÁ, ამით მუსრავს სატანას,
სევასტელთ ბრძმედვაÁ ორმეოცთა ნათელ ჰყოფს
და დღეს ÃსენებაÁ კრებასა ამსოფლიობს.
(ი) მოსეანითა პურითა ღრუბლით ზრდილი,
მაკრთობს კოდრატოს ალაგთაÁთ, ხოლო იგი
დიონÂსისდა, კÂპრიანეს, ანეკტოს,
პავლეს, კრისკენტის ეერთსულემოყუსების,
ერთობით Ãრმლითა აღვლენ ბჭისა ეზოსა.
(ია) ქრისტეს ასახეთ იერუსალიმელნო,
სოფრონიოსის შემოსლვა განსლვაÁ თქუენგან
და თÂთ თქუმულთგან მისთა აქეთ ქებული,
ზენად ამწყემსეთ, აკარვისშინაგანეთ.
იკობს თანა მართალსა ამოყუსეთ დღეს,
ხუცეს მოწამე პიონი იპირადებს
ტანჯვათა ცეცხლსა იჰაერთაღვლისეტლებს
და პოპლიოსცა მარტÂლი წმიდათმწყობრობს.
228ვ> (იბ) დიოლოღონსა გრიგოლს ჰშუÀნი პაპობაÁ,
Qქრისტეს ÃელობაÁ, არ თვისითცა ნუკვებაÁ,
ლოდაკსა ძრუნებაÁ, ტრაÁანეს მÃსნელობაÁ,
სწავლათა ღუარსა უხუად აღმომდენლობაÁ,
აწ ქრისტესთანა მათ პატრიარქთ პირუელობაÁ,
ნიშთ უფსკრულსა თეოფანეს ხატთათÂს
აღსარებით ოფლთაით ზეცას მკÂდრობაÁ.
(იგ) კოსტანტინელნო მწყემსსა კუალად უძნობდით
და ნიკიფორე მკუდარი კუალად იცხოვლეთ
და საბიანე მთავარი ერმოელნო
გუÀრდგანხუÀტილი, განლამპრვილი გიკÂრდინ,
მდინარსა მშთვარი, სამოთხის წყაროდ გრწმენინ.
აფრიკიანოს, პოპლიოს, ტერენტიოს
და საბიანოს ემაღნინტნეს დღეს Ãრმალსა.
(იდ) მადლით აქ*ებს ნიშები ბენედიკტეს,
მკუდარღრეკილ ბრმანი კაცთა აზესთაებენ,
სულის სიწმიდე ყოფადთა ამხილველებს
და ÃორცთაÁთ განÃსნაÁ აღვთისასახლეულებს,
ხოლო სატÂრო, სატორნინე, რეფკატი
და პერპეტოა, ფილიტი მოწამენი
Ãრმლით ჭრილნი ჭრიან ეთერისა სივრცესა
და ქრისტინაცა სპარსი ქრისტეს ესძლების.
(იე) ექუსნი ექუსთაგან, ქალაქთა ერთქალაქნი,
ნეფსით შეკრულნი თავსა აკრვენ ქრისტესა.
დიონოსი და დიონÂს და აღაპი,
ტიმოლაოს და რომილოს, პილისიოს
ტანჯვათაÁთ Ãრმალთა, ესერებიან ღირსნი
და ნიკანდროსცა მოწამე აღვალს ღვთისა.
დიდი ბარნაბა აქაცა იÃსენების.
(ივ) სძითურთ შჯულითა დედაÁ ზრდის ივლიანეს,
წყლვათა შემდგომად ზღუასა ზენა უკიბებს
და ალექსანდრე ჰრომთ პაპი ღვთისა სტუმრობს.
მოწამენიცა ჰრომანოს და მენიღნოს, 
სხÂთ სხვასა მცვლელნი სხუად კარვად ტალავრობენ.
(იზ) სამშობლოÁთ ჯმნილი, უცხოÁ მკÂდრი მშობელთაÁ,
კაცი ზეცისაÁ ღვთისაგან წამებული
ალექსი ძეგლი თმენათაÁ აქათაწილ
მშÂდთასა ღმერთსა მშÂდი ეტალავრების, 
და მარინაცა წმიდათა ემწყო<229რ>ბრების,
მსთუაო წყალობად ძრვისა რისხვაÁ დააცხრვე.
(იÀ) მწყემსმოძღუარ მამაÁ კÂრილე პატრიარქი,
მართლაღსარების მდინარე, მეხი მტერთაÁ
დღეს ქრისტეს თანა აღვალს ზეცას მწყემსობად.
(ით) ერთსულნი ერთად, ქრისტეს ესრულებიან
სისხლთა მიჰრონსა მიუზღვენ მიუძღუნებენ.
ხურისანთე ღირსი და რიაÁს თანა ბრძნისა.
(კ) გრცხუÀნინ სატანა, აჰა, დედებმან გაშთო,
სისხლთ თÂსთა ზღუთა ალექსანდრა ბრძენმან
კლავდიას თანა ევფრასია, მატრონა
და ივლიანა, ევფემია და ღირსმან
თეოდოსია იზეცისბჭისბინაეს.
(კა) ფილიმონისთა დომნინე ჰზავებს სისხლთა,
Ãრმალმან განყვნა რაÁ ÃელისÃელვე იმოყუსეს.
(კბ) ქალწულნი ზითვად სისხლთა მანიაკებსა
სიძესა სძღუნებენ კალინიკ, ბასილია
და კატანელთა მწყემს მოწამე კÂრილე
მახÂლსა ნივთთა, სულსა ღმერთსა მიჰვედრებს.
ქალაქთზედაÁსა მწყემსი თომა ზემწყემსობს.
(კგ) ნიკანდროს ღირსი მახÂლსა ესასრულა
და ქსÂლინელმან სტეფანე ცისბჭე იმსთოს.
(კდ) წინადღისათა შემწირველნი აზმათა
აკათისტონთა ღმრთისმშბელსა ვჰმეძღუნეობთ,
და კესარიაÁ პალესტინისაÁ დიდთა
წმიდათა მწყობრსა ღმრთისა ოხად მიმპყრობი
ყოვლის სოფლის ჰყოფს ზენაÁთ მათსა ფარვასა,
ხოლო დომენტი წმიდათა მწყობრისგანობს
და აკÂლაცა ეპარხოზი მარტÂლობს,
ხოლო დედანი თეოდოსი, პელაგი
ნივთთა განმყრელნი საუკუნოდ ც*ხოვლობენ.
(კე) თÂთ პირველ არსმან და ყოვლისა მაარსმან, 
იარსა ჩემთÂს, აწ კუალად ჩემობს სხუაÁ, 
ემრჩობლა თბესა ქალწულებრსა ნაზარეთს,
მარიამ ეტყÂს, ღავრიილ გიხაროდენ,
უფალი ჩვენი და ღმერთი, შენ შორის არს!
(კვ) გაბრიილ კრებობს, წყალობისა ქადაგი,
ხოლო ხუცესთა ბათო და ურიაკა
მონაზონებთა და ერისკაცთა
გუთეთს იეტლეს <229ვ> ცეცხლი დედებთა თანა.
ღმრთისა მყვანელი ფრიადმან სიმრავლემან
და ოთხთა სხვათა მანოილ და საბინე,
თეოდოსიოს და კოდრატე გÂრგÂნნი
მისთუნეს ქრისტესგან წამებისა სისხლითა.
(კზ) ეპარსნეს ნივთთა ორნი წმიდანი სპარსნი
იოანე და ბარუქიოს ნეტარნი.
(კÀ) ქანაანისა თესლთაÁთ ჯმნილი მატრონა
ჰურიათასა ევლტის შესაკრებელსა
ფიცხლად ტანჯულსა, გუÀმანი აღაღმრთობენ.
პავხილას მკლველსა თÂსსა რისხვასა უმსთობს
ეროდიანე მოციქული ამას დღე
და ევტÂქიცა კÂპრელი იÃსენების.
(კთ) მზე ცეცხლსა წყალსა არ მიმცემნი ღვთისა
ცხრანი წმიდანი სპარსთაგან იმსხუერპლვიან,
ხოლო მონაზონ მოწამენი ბარაქი
და იოანე უხორცოთაებრ მთმენნი,
შეკრულგუÀმულნი, ტყავგანÃდილგანშანთულნი,
ნაწევარჭრილნი, ტყÂვფისითა გბოლვილნი
მტუÀრსა განჰყრიან ღვთისა მოქალაქენი,
და პატრიარქი იერუსალიმისაÁ
დაჰÃსნის სარკეთა იოანე ნეტარი.
(ლ) წიაღუვლელობს, ღადირებრ ჰმზეობს სფერთა
ჰპავლობს ქრისტესთა, მსგავსთ ქალაქის ჰყოფს მრწემთა,
სამათეულჰყოფს კიბეთა სამყაროდმი,
ხედვით აღაღმრთობს მის ზედა მისქუÀშეთა,
სინას ხილულსა ჰზრხავს დღეს იოანე.
მოწამე მღდელი აკაკი ეპისკოპი
აღმსარებელი, ქრისტესთÂს გრძლად ტანჯული.
განიტევა რაÁ ტრედებრ ცვალნა ბუდენი.
ნიავთა გუბერეს კოსტანტინესთა რაÁ ჩუენ.
მარკოს აღთხარნა ბაგინებნი კერპთანი,
და ივლიანეს ღრუბელი რაÁ განგუÀზრქო,
ესე ასარის არმცემი, თავსა მისცემს
წერტილგუÀმული და სულსა შთამბერველსა
და ლევიტელი კÂრილე დიაკონი
<230რ> თÂსით ღÂძლითა ასერებს ცნობა მკლველთა
და დედანიცა ღაზელ ასკალონელნი,
მუცელპებულნი, განაპობენ ეთერსა.
(ლა) ავდა დაამÃუნა სპარსთა ცეცხლსაზორველნი
და სიკუდილიცა იმერმა რაÁ ცხორებაÁ,
და ბენიამენ მოწამე დიაკონმან
საგუÀმელებნი პირადად განითავსნა,
ოცდაათთა წელთა მწარედ ტანჯულმან სული
უთÂსა ღმერთსა და სხვათაცა ვიეთმე
ათ რვათა ღირსთა წამებითა სრულქმნილთა
მენანდროს თანა და თეოფილეს მÃნესა
აღვლნეს ჰაერნი იწროით ფართოდ ყვანილთა.
საბაწმიდელნი მამანი იბრძმედვიან,
დასასრულისა შრომათÁთ, ცეცხლითაცა
მიწასა მწმედნი, ეწმიდებიან ღმერთსა:,

აპრილსა დღენი
სამ ათ ხოლო ჟამები მღამთაÁ სამ და ათ 
მთენთაÁ ერთ და ათობს:,

(ა) ჰოი, დაჭირვებაÁ კნინღა მარიამისი,
ჰოი, შეცვალებაÁ ბნელისაÁ ნათლად მიმართ,
ეგÂპტე განვლო, ქანანელი მოსწყÂდა,
კმაÁ ჰხუდა თავსმდები აღთქუმის ქუეყნად მძღუარი,
და დღეს განიღმრთო, მტუÀრთა განმყრელმან ზენად.
(ბ) ერთსისხლობასა ძმათასა თითოსახე
ამფიანეს და ედესიოÁსსა განჰყოფს
სატანჯველები და ქალაქები თÂსთÂს
ბივრიტიას და ალექსანდრიას შინა
ზღÂთ ნავთსადგურსა ერთსაÃელისÃლობენ.
პოლიკარპოცა Ãრმალსა ედასასრულვის.
(გ) ღვთის წარმგზავნელად ეტლად ცეცხლი მოიგეს
სამთა წმიდათა აღაპი და ერინი
და ქიონია ხოლო ქალწულ მოწამე
თეოდოსია გუÀრდგანხუÀტილი ზღუასა
განიწიაღებს მარჯუÀდ მქონი აფრასა,
და წმიდათაცა პალÂკÂვითვინიო
და ილარიო, დიო და ნიკიტაცა
ნივთნი მახÂლსა, სულნი ღმერთსა შეარწყუნეს.
(დ) თეუდულე და აღათოპოდოს ძმანი
<230ვ>ძმებრივ ერთსულად ტანჯვათა ემამადნეს
შთაუფსკრულვილთა ქრისტეს ჰრქვეს, მიგÂშენენ,
და იპატიცა, მკურნალი უსრულესთა
მთის მწუÀრვალებთა ღვთისათა მეყუავილობს.
(ე) ფერმოთის სძაგან სპარსთა სამსახურებნი,
ქალწულებასა სტრფობს ტრფიალი სიძისაÁ,
ხერხსა იკიბებს დით და მÃევლითურთ ზენად. 
მოიÃსენების სÂმეონ ეპისკოპი,
ათასთა თანა სპარსეთს მოწამე ქმნილი,
და ტერენტიოს, პომპიანე, მაქსიმე
და ზენონ ღირსმან იმანიაკნეს Ãრმალნი.
(ვ) პონტოÁთ ცისკარი ქალქთა დედოფლისაÁ,
წინამჯდომელი მეხუთესა კრებასა,
ცეცხლებრ წუავს სხუათა ჩუენთა აოქროÁსფერებს,
მართლ თნებისათÂს თორმეტ წელსა ზღვრის გარობს,
კუალად საყდრითვე ევტÂქი ზეცას მწყემსობს,
აქა ასოცნი სპარსეთს მოწამე ქმნილნი
მოგუცუნა ამანვე დღემან Ãსენების ღირსა.
(ზ) თეოკლი დედაÁ კალიოპს ამოწამებს,
ძესა ათ ხუთთა წელთასა მუცებრებრ
თÂთ პარასკევსა ვნებისასა აღჰჯუარავს
და გუამსა მისსა თÂთცა ესუდარების.
ეჰა, დედასა ვაშანი ჰრქუენით ძითურთ,
აკვილინაცა ორასთა მოწამეთა
და დიაკონსა როფიმის თანა ცაობს.F
(À) პაპაÁ რომისაÁ დიდი კელესტინეოს
არღუÀვს ნისტორის გმობასა უწესოსა
და იგი განსცვლის მდგომარედ მდინარეთა,
ხოლო პავსოლიპ დიდთა ტანჯვათაÁთ ნეფსით
ლოცვასა თანა სულსა ქრისტეს უყნოსებს.
(თ) ჰოი, სულგრძელებაÁ ღვთისაÁ მისივე მშუÀნი,
კნინღა ურიცხუთა სულთა საბურ მარტÂლავს,
ეპისკოპებსა, მღდელ, დიაკონ, მÃედრებსა,
ხოლო თÂთ ქრისტე ამათზე იტალავრებს,
ხოლო ვადიმოს მოწამე მონაზონი,
არქიმანდრიტი ხუთ სამთა მოწაფეთა
თანა თავებსა Ãრმლითა იმარგალიტვენ.
(ი) რიცხუსა ორმოც ჰყო<231 რ>ფს მწყობრი
ტერენტიეთი, აფრიკიანოს, მაქსიმე და პომპიო,
თეოდორე, ზენონ, ალექსანდრე, მაკარი
უქმჰყოფს ნიშითა მრავალთა ორღანოთა,
ხოლო ქედთკერძვაÁ ამათ აზეპირმშოებს.
ლუკა აღაბოსს წინმცნობად რაÁ დასწერდეს
სამეოცთა და ათთა თანად ვისწავებთ.
(ია) გმოწფობს ბანერგეს იოანეს ანტიპპა
ესე ყოველთა უმღდელუსარწმუნოებს,
ამოყუსებს ერთად პერღამოს ანგელოზსა,
იგი ეშმაკთა სდევნის კბილთა ვნებითურთ
რვალისა კუროÁთ აღსრული მიჰრონთ მცენობს.
(იბ) კერპ ვეშაპებთა დამმუსვრელი არტემონ
ნაკუეთ ნაკუეთად იჭრების და იწუÀბის,
მისთა მტანჯველთა რისხვაÁ ზენაÁთ გუმერს აშთობს,
ქურციკი Ãმოვნობს კაცობრივ ეჰა მსჯავრსა,
ხოლო მოწამე ნეფსით თÂთ დასდებს სულსა.
(იგ) კრისკენტი ცეცხლი იმზისეტლათსამეტა,
ხოლო წმიდანი ელევდღერ და ზოილე
პირველი სპარსი მეორე ჰრომაელი
და თეოდოსი, გერონტი, ვასილიდო
ღვთის თÂსნი ღუაწლნი ისრულისსულისმშობლნეს.
(იდ) შურსა ღვთისასა მოშურნე სÂმეონი
სპარსეთს ქრისტესთა მღდელთ სრულმქმნელთა მისრულე
საბურს ამხილებს არხარკვად აზნაურთა
და თÂთცა ასთა თანა ერგასითურთ
ავდელი მღდელით თხემთა ამოწამებენ,
ხოლო გუთათხ , ძუძუÁსმტე საბურისი
განმარტÂლული ცად სცვლის ქუეყნისათა,
ამთვე თანა ათასნი კუალადობენ
ქრისტეს ვნებისა ჟაძასკავსა ვნებულნი,
ხოლო საჭურის მოწამე აზატპოს,
სისხლთ დათხევითა აცხრობს დევნულებასა,
ფასიკ ტყავწარხდით აღმოუტევებს სულსა,
ამათვე თანა იაკობ და აზადი
მღდელ დიაკონნი არმგენი ცეცხლსა მზითურთ
ზრქელსა <231ვ> წულილადად Ãრმლით მცვლელნი ღვთისსახლობენ.
ძელსა წმიდასა მპოვნელსა კÂრიაკოსს
მღდელ მოწამეთაÁ ეზეზვის ეპორფირვის.
(იე) ეკალთა შორის ყუავილი საბაგუთი,
თÂთ მიიზიდავს ფიცხელთა სატანჯველთა,
წყლით მშთვარი ზენად ცხოვილობად განიმსთობს
და სხვანი ვინმე თეოდორე და პავსილი
იმარტÂლვიან ქრისტეს მეეზოენი
და დედანიცა მოწესენი ღირსებენ,
ბასილია და Aნასტასია ბრძენნი.
(ივ) შÂდთა ქალწულთა ლეონიდაÁს აღზრდილთა,
ამასვე თანა შთაუფსკრულვაÁ გზაუყოფს,
ზეცისა განსა საგრობად და ირიმის
მტუÀრსა განაყრევს მახÂლი მკლველებრივი.
(იზ) მსოფლიოÁ პაპაÁ ჰრომისაÁ აღაპიტოს
ზღუაÁ ვრცელი ნიშთაÁ დაჰÃსნის ეკლესიათაÁთ
ზამთარსა და თÂთ განიÃსნების მძიმეთაÁთ.
კეთილცვალებით მიმოსი არდალიონ
ჩემებულსა მას განუსარწმუნოვდების
და მერმისაწილ აქა ჰსრულდების ცეცხლსა.
(იÀ) ვიკტორს, ზოტიკეს, აკÂნთინ, სევერიანს
მახÂლი თავთა განუკერძოებს გუამით,
ხოლო გიორგი ანტიოქელთა მწყემსი
პატრიარქისა კოსტანტინეპოლისა
ტურიფონის იÃსენებიან ღირსნი.
(ით) პერგელთა ნიში დაბალი თეოდორე
ამასვე დღესა მოიÃსენების აქა,
Ãოლო წმიდანი ქრისტეფორე, თეონა
და ანტონინოს Ãრმლითა განიცხორებეს,
და იოანე მემღÂმე სანატრელი
ამასვე შინა განინათლებს მერმეთა.
(კ) სინანულისა სახე ანასტასიოს
მსოფლიოდ მოძღურად სინაÁთ აღმოცისკრული,
მძიმესა მძიმედ, სულსა სუბუქად ჰზავებს
და პაფნოტიცა მონაზონი იცაებს,
ანტიოქისა მწყემსი ანასტასიოს
საუკუნოდმი განისაწუთოებს დღეს.
(კა) ქალაქთა მზისა, მღდელთმთავარმან მაქსიმე
<232რ> განიცხორება მშÂდმან, მშÂდთა ქუეყანად.
ლეღუსულელსა შინა მეუფისა ცნობილი
ზაკქე ისტუმრებს ზოგადსა ცხორებასა,
ჰსტუმრობს სტუმარსა აქაÁთ აწ მუნ მიხდილი.
აპოლლო ისა და კოდრატო Ãელებმან
მკლველებმან განყვნა ნეშტნი თავებისაგან.
ალექსანდრია დედოფალი ესრეთვე.
(კბ) სხაÁ მელქისედეკ ხენეშობით შობილი,
მამათ მთავარი ანასტასიპოლისაÁ,
თეოდორე ნიშთა უფსკრული განუცდელი,
ყოფადთა მცნობი მოწამეთა მთავრისა
გიორგის თანა აღიმხედრებს სუფევად.
აჰჰა, ფილიპპე მართლად ისრაიტელი,
წინამცნობელმან ლეღუსავე ქუÀშევიცან,
და ნათანაელ მრწმენი მწამსა ქადაგებს,
ათ სამეოცთა თანა პეტრეს მოკარვე.
(კგ) კაპპადუკიაÁთ კომსი დიდად მთიებად
ფილისტიმს დასლვად დღეთა ცისკარსა უსრბის,
მზე ცისქუÀშესა, მნათობად ეტლით მÃედრობს,
სისხლთა შუქითა ცის ღადირთაცა ელავს
გიორგი დიდი, მოწამეთა მთავარი.
(კდ) აპოლონ ღირსთა პატივთა უგუნდრუკებს,
ნერწყუვათა ჰმერღუნობს უშიში პასიკრატო,
ღუაწლნი ვალენტის აერთსულამოყუსებენ,
ორთავე ერთი Ãრმალი განაკერძოებს,
ევსევიეთნი, ესრეთვე განვლენ აქაÁთ,
იოსებისგან ძმად ქრისტესსა ღირს ქმნულნი
იოსეს თანა სÂმეონ სანატრელი
ღირსÃსენებისა არიან ამას დღესა.
(კე) პეტრეს ზიარი, ცისქუÀშისა ქადაგი,
ძედ საყუარელად ამისგან წამებული,
ლუბ ეგÂპტელთა მზე მზის დასავალადმდე.
მარკოს ქრისტესი მახარებლობს თÂთ მისთა,
ხოლო სიÃშოთა განჰÃსნის თრევით მკლველთაგან
და სტრატილატი არ მდედრობს მÃნე მამადი,
კიდულÃუÀტილი აღიკუამლვის <232ვ> ლამპრვილი,
ათ სამეოცთა უტალანტებს არმფლველი
ორსაცა თÂსად ათითურთ მქმნელი საბა.
(კვ) ამასიელთა ნიში, მრავალ ნათელი,
Ãრმალსა ეწყვების შური ზღვით ორნაწილ ჰყოფს.
ბასილისთვისა ღმერთი კუალად ერთგუამჰყოფს
საკურთხეველსა, თÂსსა ზე ამღდელთმთავრებს.
(კზ) იასონ ქრისტეს მოციქული შრომათა
დღეს დაასრულებს მიწისა სახლით ჯმნილი,
და პოპლიოსცა განიმოწამებთმწყობრებს,
ევლოგის განძი ეპარხოზ ჰყოფს და კუალად
მასვე წერაქუსა კერატი ემიზდების,
ესე უცხოთა ეუხუადმზრუნველების,
აქაÁთ განმყრელი მტუÀრსა თÂთმერმისწილობს.
(კÀ) მაქსიმოÁსთვისა სამსჭულით გÂრგÂნოსანსა
მახÂლი მკუÀთრი ეწამებისსრულების,
ხოლო დადა და კუსნტილიანე სხვათა
მოყუსებთათაÁ წამებითა სრულქმნილნი,
განიმგზავრებენ ზეცისა ტალავართა
სხუანი წმიდანი ვიტალი, ევსევიე,
ზენონ და ნეონ, ნეოÁს, ტაოÁს ღირსისა
თანა წმიდათა მარტÂლთა მარტÂლობენ,
ამასვე დღესა კანანით ხდილი სიმონ, 
მაÃსენებელთა მოციქულებრ მადლთ მფენობს
და კლიმო სხვათა მაქებელი იქების.
(კთ) ორნი წმიდანი მოწამე დიაკონნი
დოდორე და როდოპიაკე მÃნენი
მარგალიტებად ქვათა იკრბენ თხემთა
და კუნტიანე, ატტიკო და კÂზიკო
ცხრანი წმიდანი ღმერთსა ხელთ უსხმენ სულსა .
(ლ) ძე ზებედესი, ძმაÁ ძისა ქუხილისაÁ,
იოანესი, იაკობ ჰეროდესგან
განმახვილულად ლუკაÁსგან წამებული
რომელთა აქა დედაÁ უოხდა ზეცას.


მაისისათა დღეთა ერთ სამათობაÁ
მღამთა ათოთხ ჰყოფს მთენთა ათ ჟამობასა.

(ა) საშოÁთგანხდილი წინმცნობს იერემია
ღმერთსა იÂს, ყრმად მეგÂპტელთა უთხრობს,
წარმართთა ძელსა და ასპიტ ხვითქთა <233რ> სდევნის,
ჰმარხავს მერვედად კუÀრთხფიცართა კიდობნით
და მტუÀრსა ქვითა ფარაოÁს სახლსა დაჰყრის.
ვატა თმენათა ძეგლი, მარტÂლ მოღუაწე,
მონაზონთასა ჰზავებს წამებისათა
Ãრმლით განიკერძვის კუალად შეყოფადთაგან,
Ãოლო ფილიპპე მოციქულ დიაკონი
ერთერთად სრულჰყოფს მოციქულთა და შâდთა.
(ბ) ოქრო ნილოსი, ეგÂპტისა მომრწყველი,
ჰინდთა მთიები, ეთიოპთა მთოვარე,
მზე ცისქუÀშისაÁ, უკვდავებისა სეხნაÁ,
დღეთა ცისკარი დღესცა მფენობს ელვათა,
ალექსანდრიელთა მწყემსთზედაÁ ათანასი,
კÂრიაკოს და თეოდულე ტანჯვათაÁთ
თორნე იბრძმედეს მონებრთა ქეცთა განყრად
და ცეცხლით სრულთა დედითურთ იღვთისმკÂდრეს.
(გ) ტიმოთეს მავრა ერთÃორცი ეერთსულა
ყურგანშანთულსა, თვალწარყრილდაკიდულსა,
იცისსრბამრჩობლთა გÂრგÂნ საყდართა ხილვდ
ქმარსა ახარა მეორედობაÁ თÂსი,
ცხრადღე ჯვარცმულთა იჯვარცმულისწიაღეს.
(დ) ღაზელთა მწყემსი სილვანო განტანჯული
ღვთის მეცრუÀთა ერთაგან მრავალპირად
სხუათა ოთხ ათთა თანა აღაკრავს სულსა,
და ოლვიანე ნიშთმექმი ეპისკოპი
ზიართა თანა ცეცხლითა განილევის,
ნიკიფორეცა მიდიკიისა მამაÁ,
მშÂდობით მისვე ზედა იგანმსუÀნებს,
სკÂთოპოლიას რვანი ღმერთსა ეწამნეს.
ლაზარე მრჩობლთ სიკუდილთა მგემებელი
თÂსთა ნაწილთა მაღდალინისა თანა
ლეონს მიჰმდლებს, ხოლო ანდრია დიდი
კრიტელთა მწყემსი ამასვე დღესა დღეობს.
(ე) ელავს სიკეთე, გარდაეცემის მადლი,
იწყლვის ქალწული, სტრფობს სიძესა მოწამე,
ირინი ღუაწლთაÁთ მრჩობლ იგემებს სიკუდილთა,
გულვებადისა წინდად ამათ მეზითვე
ურიცხუთა სულთა ღვთისა იკარვებს თანა,
და ნეოფიტე, გაიანოს, გაიოს
პელაგიაÁთრთ ბარბაროს იმარტÂლნეს.
<233ვ> (ვ) ეჰა, მსჯავრთაღა ღვთისათა სიტკბოებაÁ,
თÂთ წამებული განითხოების იობ,
განიცემების ორგზის მართალი მონაÁ,
ემსთო წყალობაÁ შÂდწელ თმენათა ძეგლსა,
და მაგალითად ინათესავთზედაა,
ხოლო პახუმი ილარიონ და მამა
მართლთაÁთა დღეს მრულთაზე განისუÀნეს,
დიმიტრ და ნაკტო, დონატუ და თერინე მესერეირა
განღუაწლულნი ღვთისობენ.
(ზ) ნიში მსოფლიოÁ, ზოგადი Ãსნა ცხორებაÁ,
გÂრგÂნპორფირი სკიპტრაÁ და მეუფბაÁ,
ორკერძოÁ ძლევაÁ, ყუÀდრებული დიდებაი,
წყვის ორღანოÁ, კურთხევაÁ საუკუნოÁ,
ჯუარი ჰაერთა ხილული მრჩობლ წმიდა გუყოფს.
(À) პირველითგან ქუხს ღვთად სიტყუასა ბანერგეს
ძე ზებედესი და ღმერთსა სიტყუად წამებს,
ამისსა მკერდსა მეკადრი იოანე
ქალწულ დედასა სძეობს ქალწულ მოწაფე
აღიმაღლოს რაÁ სიტყუამან უწყის ვითარ
აწიაღუვლებს არსენის მპოხი ჰრომი
ამეფებთმამებს თÂთესე თეოდოსი,
სკიტე ამზეებს, ხედვაÁ აღმრთობს და ნილოÁ
იმისთაფერებს ამისთა ნაკადულთა
და სული ღვთისაÁ მის შორის მკÂდრი, განჰÃსნის.
აკაკი ღირსი კაპპადუკელთა ნიში
ქედსა აღაკრავს Ãრმალსა ღვთისა მგზავნელსა.
(თ) Ãმამაღალი რაÁ Ãმობდეს აჰა ქალწული
შობს ევმანოილს, ესაიად გუÀცნობვის
და ესე ჯუარსა სიკუდილით წინმეტყუელი,
შეშისხერხითა მისცემს მომცემსა სულსა
და მტუÀრსა ქუÀშე მუხასა აროილის.
ქრისტეფორესთა სახეუსახობათა
ანგლოზთანი ასახენით მხედველნო
და გუამი მისი ბოროტ გმირთა მომსრველად
და თმენაÁ მისი აანდამატისძეგლეთ
და ქედკუÀთილი მოყუსებთა თან აღაღმრთვეთ.
ეპიმახო და გორდიანე ტანჯულნი
ქრისტეს ესახლნეს თავთა Ãრმალთა მერღუნენი
ექუ<234რ>სთა ქალაქთა კოდრატო სისხლით ძოწავს
მრავალთა სრულავს ცეცხლისა ეტლებითა,
სატორნინეს და რუფინეს მახÂლსა სძღუნებს
სძლევს მრავალფერთა ტანჯვისა ორღანოთა
და ემაღნინტვის Ãრმალსა ზეცისა კიბედ
და ტრÂფიმიცა ქრისტესა ეწამების.
(ი) გრეტანიაÁსა ჭალაკი სიმონს განსთქუამს
ქრისტეს ქადაგსა მისებრვე მუნ ჯუარცუმულად
ვიტალის ყრმათაÁ ალფიოს, ფილადელფოს
და კÂრინესნი ერაზმოÁთურთ მაკრთობენ.
მათნი ბრგუნვილთა ტანჯვის თმენანი მკÂრან,
მაცÂბრებს სისხლთა ერთბამად ღვთისა მიძღუნაÁ,
და ხუთმუÃლედმან გარეთქუა ნიშთ იროკვად
მატყლის კოლობი ისაჯა ისÂქიოს,
პატივმიÃდილმან ქრისტესთÂს დამდინარე
საფლავად Ãორცთა, ხოლო სულსა ღვთისებად
ევსÂქი ღირსი მძიმეთა მაიონად
დაჰყრის კუალადვე შეყოფისა მომლოდე.
(ია) ყურსა ღვთისასა ეშურვა ლევიტელი
ტნჯვათა ემÃნო ცეცხლსა რაÁ საკუÀრთხ ეყო,
ურმის თუალებნი და მÃეცნი იპირადნა,
ძოწიაკინთად იმანიაკა Ãრმალი,
უნათლოÁთ კარვით ზესთ იჭვრა მუკიმოს.
დიოსკორეცა მახვილსა ესერების.
მეფეთა მზემან ქალაქთა დედოფლისაÁ
სატფურებაÁ ყო კონტანტინეპოლისაÁ.
(იბ) პავლებრ ქრისტესთად არქრისტესთაგან ქმნილი,
ნიშთა მÂროÁს, კურნებათა წყაროÁს
ღვთისმეტყუელებს და ყოფადთა წინმეუწყობს.
მღდელთ მთავრობს კÂპრეს, სამებისათÂს იღუწის,
და აღჰვლის ცათა დღეს დიდი ეპიფანე,
სამეუფოÁსა დიდი არვეთმთავარი,
ეკკლესიათა Ãმატკბილი აედონი.
თÂთც იდევნების გერმანოს ხატთა თანა,
მოფორსა მისცემს ზენადვე მიმცემელსა
და აქათაცა ეტყÂს გიხაროდენსა!
ქოლვენ და ფხურიან ქალწულსა ღულიკერიას,
აყმობენ, ცეცხლვენ, ტყავსა ცცხოვრებრ წარჰხდიან
და ნეფსით წყლვითა მÃეცთაგან ზეაღიფრენს.
მოიÃსენების აქა ნიკიფორეცა.
<234ვ> (იგ) სხუაÁ სამუილი, სხუაÁ ელია, სხუაÁ მოსე
მობერვით შÂდთა მადლთა სულისა ღირსი,
ერთთა ენამზედ, მეორედ ჩუენდა მქმნელი
ეფთÂმი დიდი ქართველი საშოÁთ ხდილი,
ქალაქთ პორფირით სულსა აღვთისწიაღებს,
პირველ ღუაწლთაÁსა წოდებული ზენაÁთმო
პირად პირადთაÁ მთმენ მძლევი სატანჯვლთაÁ
ალექსანდრიოს Ãრმლითა განწმდების მიწით.
(იდ) პახუმი დიდი, უდბნოÁსა მთავარი,
თებაÁდაÁსაÁ პირუღამოÁ მნათობი,
ათას ოთხასთა თÂთ მეძღÂ ღვთÁსამიმართ
იელისეებს თეოდორე განწმედილსა.
და მიწის სახლით უხრწნელებს ზენად მგზავრი,
ისიდორესცა მახÂლი აღვთისÃელებს
და კÂრიაკა სიძესა ესაკუთრა,
და მაქსიმეოÁს თხემსა ქვებნი ამკობენ,
ალექსანდრეცა, აკულუთო, ბარბარო
პირადპირადთა სიკუდილთაÁთ ზეისაგრებს.
(იე) პეტრე ღუაწლთგან შემუსრვილი ღვთისკარვობს.
ხენეშტრფიალთა ქრისტინა ქრისტესა ტრფობს
ანდრეას თანა პავლეს და დიონÂსის
და მათ ქოლვილთა ზედა Ãრმლითა დაეკლვის.
ვარქთოს და ისაკს და სÂმიონს ცეცხლი ლევს
და ჰერაკლეცა, ვენედიმო, პავლინა
და სოლქონ ქრისტეს მოყუსებითურთ ესაგრნეს.
(ივ) მღუდელმთავრებრივსა სამÃარსა ძოწვენ ორნი
ეპისკოპოსნი ავდიისუ და ავდა
მრავალთა თანა სპარსეთს განმარტვილულთა
მღუდელ დიაკონთა მონაზონ ერისკაცთა,
Ãრმალთა ნავითა უღელვოდ განდგომილთა,
Ãალდევს წინმცნობობს ყოფადთა ზახარია,
Ãოლო მიწასა ანგეაÁს თანა აღჰრევს
მიტÂნელთა მღდელთ მთავარი გიორგი
განიწიაღებს შრომათაÁთ ოფლმრავალი.
ამასვე დღეობს იუდა მოციქული,
და ლავრელნიცა მამანი აქა მოსწყდეს.
(იზ) მესამისცისა ზედაÁ უთქუმელთა მსმენი
კმა არს ქრისტეს დად ანდრონიკეს მეტყუელად
მისთანა კრულად და მის უწინარესად,
ჰრო <335რ> მაელთა რაÁ ქადაგად არწმუნებდეს
ეპისტოლითა პავლე მოკითხვისაÁთა,
სოლოქონი რაÁ ტანჯვათა ემამადა.
პამფირ, პამფილონ ამისნი ეზედსრულნეს,
ესე თრეული კიდულÃუÀტილგუÀმული,
შთამბერველისა აღავლენს შტაბერილსა.
(იÀ) ვაჭრობს ზმნობითად ნამდÂლთათÂს თეოტი,
ნაზირეველთა აკრძალებს ნაკერპავთა
შÂდთა ქალწულთა თითოსახელთა რაÁ ტბაÁ
ემერმისწილა განწიაღებაÁ მათი,
ამისსა კლვასა ემშობლა ცხოვრებითად.
ეპაფროდიტე მციქული ამას დღე
მოიÃსენების ათსამეოცთა თანად.
თეოდორიტე მღდელი ივლიანეთურთ
ჰრომთა პაპისა თეოდორეს მოწამებაÁ ,
მოგუცა ტიტლოსმან მარტინიანე მამით.
(ით) არვეთ მოძღუარი, პრუსელთაÁ პატრიკიოს
რიტორ კეთილობს წყალთათÂს და ცეცხლისა
მÃურვალთა წყალთაÁთ უვნებლად განრომილსა
აკაკისთანა პოლიენოს, მენანდროს
Ãრმალი განუკუÀთს საგრსა ზენასაგრობად
მიდონ ცეცხლისა ქადებითა განწმდების,
და ფილეორტი განსრული, სრულ იქმნების.
(კ) უქრთამოებს და ნიშებს ბრძენი თალელე,
მკურნალმოწამე მტანჯველთა განამოწმებს,
შეჰკრავს და განჰÃსნის უკდემელსა მთავარსა,
Mმდინარე მÃეცნი არმკადრეობენ მოკლვად,
თÂთმნებებელი რკინითა განიკერძვის,
ასკლა მტანჯველსა ღმერთსა წერით ამეცნებს,
ესევე ცეცხლავს მდინარესა უკიბებს.
აღათიკე და მარკოს უდაბნოÁსანი
თალასის თანა მერვედად შÂდთა სცვლიან.
(კა) ავღვისტოს დიდი, მზე კიდითიკიდედმდე,
ავღÂსტინაÁსი ძე, დიდი კოსტანტინე
ქრისტესთა პირველ ასკიპტრაშარავანდებს,
ელენის თანა ჯუარითა მოქადულობს, 
და მოციქულთად განსცვლის ქუÀნაÁთ საყდარსა.
Âთ თეოდორესთა იმშუÀნებს ვასილისკოს,
<235ვ> სძმობს თÂსებითა ეთÂსვის მარტÂლვითა
Ãამლგანწონილი მორბედებს და ნიშთ მექმობს,
წყაროთა მცენი, Ãმელ ხეთა ანაყოფებს
მდინარე და ცაÁ და Ãმელი განჰსამნაწილვენ.
მკურნალი ვინმე სოფია და მარკელლე
ქრისტეს მოწამედ მოგუÀთხრნეს ჩუენ აქავე.
(კგ) აღსარებისა ოფლთაÁთ მართალთა თანა,
განიტალავრებს მიხაელ სÂნადელი,
ეპისკოპოსი სადა მღდელთმთავრობს ქრისტე,
ერგასისთა და ორასთადაათასთა
ბევრებთა თანა სტრატილატი მელეტი,
იოანე და სტეფანე კომსებითურთ
მრავლად განიყვნეს ორღანო საგუÀმელნი,
და სიკუდილნიცა პირად პირად იგემნეს.
(კდ) მრავალნათელი ვარსკულავი მკÂდროვნისაÁ,
უკიანებრი ზღუაÁ საკÂრველებათაÁ,
ანტიოქიაÁთ სÂმეონ გუÀცისკრების,
სუÀტით აუხუÀბს სასწაულთა ნიშებსა
და აქაÁთ განჰბერტყს სულსა ღმერთქმნით მტუÀრთაგან.
(კე) რომელი პირველ უდაბნოს ქადაგებდა,
წინამორბედი სანთელი მზესა ღმერთსა,
მამათა გულსა მოაქცევდა შვილთადმო,
ჰეროდიადაÁს განთხოილსა დღეს თხემსა
მესამედ სიღრმით მოგუცემს მრავალსაუნჯედ,
ხოლო თერაპონ კÂპრისა არვეთმთავრად
და წამებისა სერად პირველითგან ვცანთ.
(კვ) თრაკელთა მწყემსი ათსამეოცთაÁთ კარპე,
მოციქულებრსა საყდარსა ზემოდგამობს
მოციქულივე ალფე და ძენი მისნი
ღუაწლებთა მათთა აამისდღისაებენ,
და აბერკი და ელენი მარტÂლობენ.
(კზ) სიწმიდის მღუწელსა თეოდორას, დიდიმოს
ამსთობს განსლვასა მახÂლცეცხლთაეტლითა
და თÂთცა ესრეთ ქალწული აღეწევის,
ვაკხოს და სერგი, ალÂპი, ევვიოტო
ივლიანა და პავლე ძმაÁ მისი ლმობით 
მახÂლთა მიერ ულმობლად მიიწინეს,
და სტეფანეცა კოსტანტინელთ მღდელთ ზედაÁ, 
ელ<236რ>ადის თანა ღირს არიან Ãსენების.
(კÀ) ელეკონიდი ჰულÂმპიანობს ღუაწლთა
გუÀმათა ცეცხლთა, ტაფაკთა და სიავთა
ცვული მÃეცთაცა აკდემს არა მიხებად
Ãრმალსა აღაკრავს ქედსა და სულსა ღმერთსა.
ესრეთვე პავლე, კრისკენტი, დიოსკორე,
ნატალიოდო, ლონაÁცა ჰრომნი.
(კთ) ქუხან მამანი კრებისანი ნიკეას,
ძვინთა ღრუბელთა აღუტეხენ არიოზს,
სეტყÂთა ქოლვენ, მეხვენ შეჩუÀნებითა,
არწყუმენ თანავე ერთსა ორთა სწორ ღმერთად,
და განმყოფელსა განჰყოფენ ნაწლევთაგან.
ალექსანდრელთა პაპაÁ ალექსანდრეოს,
პირველ კრებისა არიოÁს განმკუÀთელი,
აქათა ოფლთაÁთ აღიმაღლებს სუფევად.
სხუაÁ ალექსანდრე ჰრომთ პაპი ამასვეობს.
თეოდოსია და გორდიანე ცისბჭე
იმსთუÀს წამებით ოლვიანეთურთ მÃნეთა.
(ლ) მამათა თუალი ისაკ აღმსარებელი
კადნიერებით ცოფსა უვალის დასჯის,
უწინმეტყუÀლებს სამართალსა რისხვასა,
ხოლო თÂთ ითმენს მოწევნადმდე საკრველთა,
და ესრეთ ქმნითა მართალთად ღვთის წიაღობს.
რომანოს, ევსევ, ტელეტი, ხარალამპი,
იერაÁ და ქრისტინი ბევრთა თანა
ნიკომიდიას ცეცხლითა იბრძმედვიან.
(ლა) ერმისთა ერნო ერმეანად მკÂრნობდით,
ყბაშემუსრვილსა, განკბილულ ტყავწარÃდილსა,
ცეცხლით ბრძმედულსა, ორგზის სამსალა სუმულსა,
გუგაწარყრილსა, ძარღუთ და წუდით სიავთმთმენსა,
და ქედკერძული წყალსისხლსა მცენად გრწმენინ.




გალობანი სახელსა ზედა ყოველთა წმიდათასა

რომელთა ხსენებასა აღვასრულებთ წელიწადსა შინა

ზღუაÁ მეწამული ჟამთა და წელთა
ხელმწიფებითა
პირველ მთავრობითი **ამქმედო ღმერთო
სამგმვნებით დაბალო ხოლო
ერთარს და თაყუანისცემელო
გცხვენინ ქმნილნი შენნი
აწცა მოწევნილნი
და სიყმისა
მოსრულისა ჟამისმქცევისსა:
ღირსი სÂმეონ მამაÁ ანთიმოს
ბაბÂლა ზაქარია მიხაილ სოზონ 
შობაÁ ქალწულისაÁ მშობელთა თანა
მინოდორა თეოდორა 
ავტუნომონ ენკენია
დბ*ლსა თანა
აპყრობასა
ჯუარისსა იქებოდენ ნიკიტა

ევფემია და
სოფიაეთნი 
ევმენი ტროფიმეთნი ევსტათის თანა 
კოდრატე ფოკა მუცლადღებასა თანა
იოანესსა თეკლა
ევფროსინე იოანე 
კალისტრატე ხარიტონ
კÂრიაკოზ 
გრიგოლის თანა იდიდებოდენ: .


სამებაო წმიდაო ქებული ანანია კÂპრიანე დიონისი იერ*თე
ხარიტონი თომა სერგიეთნი 
პელაგია ალფე ევლამპეთნი 
ფილიპე პროვო კარპოეთ თანა
ნაზარეთნი და ლუკიანე 
შესხმით პატივიცემებოდენ:

ლონგინოზ ოსელს ლუკას იოვ*ლს
არტემის ილარიონს
აბერკის იაკობს არეთას
მაკანეს დიმიტრის ნესტორს 
ტერენტის ანასტასიას ზინობს
სტაქყოელთა თანა ვჰნატრიდეთ 
მოწაფეთა მაცხოვრისათა:

სამებისა მსახურთა უვერცხლოთა
აკÂნტინეთურთ მხნეთა
აკფსიმას იოვანიკეს
პალიკტიონს პაულეს მელიტინელთა
ძალთა ონისიფორეს ერასტოს 
მინას მოწყალესა და ოქროპირსა 
ფილიპე გურიაეთ ვაქებდეთ:

რაჟამს წწ*ყლმან

მათე გრიგოლი პლატონ აბდია
პროკლე ტაძრად აღსლვაÁ უბიწოÁსაÁ 
ფილიმონ ამფილოქეთურთ
ეკატირინა კლემენტს ალÂპი იაკობ სტეფანეს
პარამონ ანდრია ნეტარნი
ქებით განითქმიან მორწმუნეთაგან:

ოთხ მხნეო ნაუმ ამბაკომ
სოფონიაÁთურთ ბარბარა საბა N
ნიკოლოზ ამბროსი ეპტ*პის თანა 
ანნა მინაეთნო Dდანიელ სფÂრიდონ 
ევსტრატეთნო თÂრსო ელევთერი 
მეოხ გვეყვენით წინაშე ღვთისა:

ანგეა დანიელეთნი
სევასტიანო ონიფანტ ეგნატი 
ივლიან ანასტასია. 
კრიტ ევგენია
შობაÁ ღვთისაÁ ქალწული და სტეფანე ორბევრჩÂლ ანუსია მელანია 
იღÂწიან სურვილით შემამკობელთა:

შენდა აღვიმს

დიდი ვასილი 
სილივისტროს გორდ თეოქთისტე
სÂნკლიტიკე ნათელნი 
წინამორბედი დომნიკა 
და პოლევკტოს 
ნოსიისაÁ თეოდოს ტატიანე 
ერმილე სინელნი  
პავლე თებვაი ვაქნეთ სურვილით

ჯაჭუნი პეტრესნი 
ანტონ ათანასი 
მაკარი ევთÂმი 
მაქსიმე ტიმოთე კლიმი 
ქსენი გრიგოლი 
ქსენეფონ და ოქროსიტყუაÁ 
ეფრემ ეგნატ იპოლიტე 
კÂროსელითურთ შევამკვნეთ:

ტურიფონს მიქუმისა 
თანა სÂმეონით 
ისიდორ აღათის 
უკულის პართენ თ*ეს
ნიკიფორეთურთ 
ხარალამპის და ვლასის
მელეტის და მარკიანეს 
ავქსენტ ონისიმეთ ვჰნატრიდეთ

მუცლად იღო იო

პანფილე ტირონსა თეოდორეს 
ლეონტის 
არქიპოს ლეონტის 
ტიმოთეს ღირსისა თანა
ევგენიას 
პოვნილთა
პოლÂკარპოსს ნეტარსა 
პოვნასა თავისასა ტარასის პორფირის 
პროკოპის ბასილის 
მოგართუამთ მეოხად
სოფლისათვის სიტყუაო ღვთისაო ქრისტე:

ევდუკია 
თეოპ ევტროპევთურთ 
ჯერასიმე 
კონონ ორმეოცნი
ასურეთს აღსრულებულნი  
ქერსონეთ ვასილეოÁსნი 
თეოფილაკტე სევვასტელნი 
კოდრატე სოფრომ თეონე ნიკიფორე 
ვენეტიკტ აღაპი 
საბინეთურთ ბრძენნი 
ევედრებიან ღმერთსა სულთა ჩუენთათÂს

ალექსიოს 
კÂრილე ხურისანთე 
ლავრას მომწყდართა მამათაÁ 
იაკობ ბასილი ნიკონ 
წინა დღე და ხარებაÁ 
გაბრიილ და მატრონა
სტეფანე მარკოზ და იოანე
იპატის თანა დღეს 
განთქუმით იქებიან 
ეკლესიისა სავსებისაგან:

აპრ. კ*ხა
ჰოÁ სასწაული

მარიამ ღირსი 
ტიტე ნიკიტა იოსებით 
თეოდოლ ევტÂქ გიორგი 
აგაბოÁსითაÁთურთ 
ევტÂქ ტერენტ ანტიპა
ბასილი არტემიონ 
არისტრხოს კრისკენტი 
ნუ დასცხრებით სოფლისათÂს ოხასა:

ირინეთ თანა 
სÂმონ სპარსი იოანე
იოანე და თ*ვ თეოდორე პერგეს 
თეოდორე და გიორგი 
საბა და მარკოზ  
ვასილეოს სÂმიონ 
იასონ დიოდორე იაკობ იქებინ:

მაისი იერემია 
ათანასე ტიმოთ ირინი 
ირინი იობ ჯუარი 
ღვთის მეტყველი და 
ისაია სÂმეონ
მუკი იპიფანე
ღულიკერია ისიდორე
პახუმის თანა ჰფარვენ მორწმუნეთა:

აკა: ცაÁ ვრცელი

გიორგი მიტÂინელი 
ანდრონიკეს თანა 
თეოდოტე პატრიკი 
თალელე 
კოსტანტინე ელენე 
ვასილიკოს მიხაილ 
სÂმიონ მესამე პოვნაÁ თავისაÁ 
კარპო თერაპონითურთ 
ნიკიტა თეოდორა 
ისაკ და დალმატთა 
თანა ერმითურთ ვადიდნეთ:

ივნისი: იოსტინე ნიკიფორე 
ლუკიონ მიტროფანე 
დორეთე ბესარიონ 
თეოდოტ 
თეოდორე და კÂრილე
ბართლომე და ბარნაბა 
ონოფრე აკÂლინე ელისე
ამოს ტÂხონის თანა 
მანოელ საბელ ისმაელ 
ლეონტის იუდას 
მეთოდითურთ ვაქებდეთ:

ივლიანე და ევსევე 
აღრიპინა მხნისაÁ 
შობაÁ იოანესი
ფებრონია 
დ*თ თესალონიკელ სამფსონ უცხოთ მოყუარე 
კÂროს და იოანეს ბრძენთა 
თავთა ყოვლად ქებულთა
პეტრეს და პავლეს ვევედრნეთ 
და ათორმეტთა 
რათა იოხნენ სულნი ჩუენნი
ივ*ლი ად*ა:
ნუ მტირ მე დე
უვერცხლონი და სარტყელი 
იაკინთე ანდრია 
მართა სისო ასკლიპი 
პროკოპ პანკრატ ნიკოპოლ 
ევფემია პროკლე 
გაბრიელ აკÂლინა 
კÂრიკე და ივლიტა
კრებაÁ ხალკიდონისაÁ 
მარინ ემმელიანე 
იოხდით სულთა ჩუენთა

ღირსო მაკრინა და დიო 
ილია ეტლთა მფლობო
იოანე სÂმონ 
მარიამ და ტროფიმე 
თეოფილ ხრისტინა 
ანნა ერმოლაოს 
პანტელეიმონ პროხონ 
კალინიკე და ბილა 
სილოეა მევდუკიმე 
მეოხ გვეყვენით ჩვენ:

აგვისტ:
მოღვაწენო მაკაბელნო 
სტეფანე ისაკეთნო 
ევფესელნო ევსელნი 
ფერის ცვალება დომენტი 
ემმელიან მატთან 
ლავრენტი ევპოლო ფოტეთნო მაქსიმე 
მალაქიაÁთურთ ყოვლად 
წმიდაო დედოფალო
მგალობელსა ნუ დამსჯი

დიომიდე მირონ ფლორო 
ანდრიაÁთნო სამოილ 
თადეოს აღათონიკ 
ლუკიოს და ევტÂქი 
ბარნაბა ტიტე
ანდრია პიმენ 
მოსე ნათლისმცემელი 
ალექსანდრ იოანე 
სარტყელი ყოვლად წმიდის
მფარველი სულთა ჩვენთაÁ:

  დასრულდა საყოვლდღეოთა წმინათა
სახელები ძილისპირებზედ ********* 












არსენ ბულმაისიმისძის იამბიკური სვინაქსარი


ძველმა ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს ლიტურგიკული მწერლობის ერთი მეტად საინტერესო ძეგლი – “ათორმეტთა თთუეთა პროლოღია”, ანუ იამბიკური სვინაქსარი. მასთან არის დაკავშირებული ქართული სულიერი კულტურის სამი უდიდესი მოღვაწის _ იოანე პეტრიწის, არსენ ბულმაისიმისძის და ანტონ კათალიკოსის სახელი. თორმეტი თვის ყველა დღეზე გაწყობილი იამბიკო საზომით შესრულებული კალენდრის წერა დაუწყია იოანე პეტრიწს, ქრისტეფორე მიტილინელის მსგავსი შრომის მიბაძვით. პეტრიწს გაულექსავს სულ ხუთი თვე (სექტემბერი - იანვარი), თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, შრომა ბოლომდე ვერ მიუყვანია. იგი ტბელ აბუსერისძის თხოვნით გაუგრძელებია არსენ ბულმაისიმისძეს ივნისის თვემდე, ხოლო დანარჩენი სამი თვე (ივნისი _ აგვისტო) დაუწერია XVIII საუკუნეში ანტონ ბაგრატიონს. როგორც ჩანს, XVIII საუკუნეშიც აქტუალური ყოფილა ეს შრომა, რადგანაც ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანის ყურადღება მიუპყრია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექსტზე მუშაობდა სხვადასხვა ეპოქის სამი უდიდესი მოღვაწე, ძეგლი შეუსწავლელია. შვინაქსარის არსენ ბულმაისიმისძის და ანტონ კათალიკოსის მიერ შესრულებული ნაწილი საერთოდ არ არის გამოცემული, ხოლო იოანე პეტრიწისეული - 1978 წელს თ. კუკავამ გამოსცა ორი გვიანდელი (XVIII საუკუნის) ხელნაწერის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სამივე ნაწილი “პროლოღიისა” გაუერთიანებიათ და ერთ კრებულში შეუტანიათ გვიანი საუკუნეების ხელნაწერებში (შ-3731, H-2185). 
პროზაული სვინაქსარები ადრიდანვე იქმნებოდა, ქრისტეფორე მიტილინელის აღნიშნული შრომა კი, რომელიც პეტრიწს ქართულადაც უთარგმნია (“გალობანი ყოველთა წმიდათანი”), იყო პირველი ნიმუში გალექსილი კალენდრისა და ჰქონდა თავისი პრაქტიკული დანიშნულება - გაეადვილებინა რთულად აღსაქმელი მასალის მარტივად დამახსოვრება. ლექსის ფორმით დაწერილი ტექსტის სპეციფიკური დატვირთვა სწორედ ამაში მდგომარეობს. ქრისტეფორე მიტილინელს კი, რომელიც მიჩნეული იყო თავისი დროის ერთ-ერთ ცნობილ სქედოგრაფად (სქედოგრაფია სასკოლო დისციპლინაა, რომელიც ეფუძნებოდა ენის შესწავლის მნემოტექნიკურ მეთოდს), შეეძლო წარმატებით გაერთვა თავი ამ ამოცანისათვის. ქრისტეფორე მიტილინელის “გალობანი ყოველთა წმიდათანი” იამბიკური საზომით არის დაწერილი. სწორედ, აღნიშნული იამბიკური კალენდრის ფორმა გამხდარა იოანე პეტრიწისთვის საინტერესო, როცა ქმნიდა მსგავს ორიგინალურ შრომას. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ პეტრიწს მიტილინელის შრომა შეუმოკლებია, ამოუღია ეპითეტები და საკუთარი სახელები და უთარგმნია იგი ლიტურგიკული კანონის სახით. 
ქვემოთ მოცემულ პროლოგ-სვინაქსარის არსენ ბულმაისიმისძისეული მონაკვეთის ვერსიფიკაციულ ანალიზს საფუძვლად უდევს ტექსტი, რომელიც მოთავსებულია A–85 (1233 წ.) ხელნაწერის 224რ-236რ გვერდებზე. 
“პროლოღია” იამბიკოთია დაწერილი. “იამბიკო არს გვარი ბერძნული ლექსისა” [იოანე ბატონიშვილი 1936 : 283]. იგი გამოიყენებოდა “საღმრთოთა შინა, აგრეთვე გალობათა შინა, შესხმისათვის და საფლავსა ზედა დასაწერელად და ესე ვითართა. ხოლო ესე შედგება თორმეტისა ხმოვნითა ასოთი. . . ესე შედგება ხუთ სტრიქონად”. (იქვე). იამბიკო სპეციალური სალექსო ფორმაა, რომელიც სტროფში მარცვალთა გარკვეულ რაოდენობას ემყარება. მიქაელ მოდრეკილის განმარტებით, იამბიკო შედგება 5 ტაეპისგან. თითოეულ ტაეპში 12 მარცვალია (მარცვალთა რაოდენობაში არ შედის ნახევარხმოვნები), რომელიც ცეზურით ორ არათანაბარ მუხლად იყოფა. ძველ ქართულში ცეზურა განკვეთის ნიშნით, წერტილით, ჩვენს შემთხვევაში მძიმით, აღინიშნება. იამბიკო იყოფა სტროფებად, ანუ მუხლებად. თითეული მუხლი შედგება 5, იშვიათად, 7 ტაეპისგან. იამბიკოში ტაეპი ზოგჯერ ორგანიზებულია, ზოგჯერ-არა. ანუ, არც მარცვალთა რაოდენობაა ტაეპში მუდმივი და ცეზურით გაკვეთაც ყოველთვის ერთნაირად არ ხდება. ეს კი სამეცნიერო ლიტერატურაში ახსნილია მისი არაქართული, ბერძნული, წარმომავლობით.
ქართული იამბიკოს ბერძნულის მიხედვით გამართვისას ძირითადი ყურადღება მიუქცევიათ იმისთვის, რომ ცეზურა მეხუთე მარცვლის შემდეგ მოსულიყო. მაგალითისთვის მოვიყვანოთ “პროლოღიიდან” ერთი სტრიქონი:
“ამამებს ჩჩÂლთა , სისხლთა მისთა შერევაÁ”.
ცეზურამდე გვაქვს ხუთი მარცვალი, ცეზურის შემდეგ_ შვიდი. იამბიკური ტრიმეტრის პირველი ნაწილი ერთი ორმარცვლიანი და ერთი სამმარცვლიანი ტერფით გადმოუციათ, მეორე ნახევარი კი _ ორი ორმარცვლიანი და ერთიც სამმარცვლიანი ტერფით. ფსიქოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ სუბიექტურ რიტმიზაციაში სტიმულაციები ორ-ორად, სამ-სამად და ორთ-ოთხად დაჯგუფებულები აღიქმებიან. შემოქმედის პრაქტიკა ანგარიშს უწევს ფსიქო-ფიზიოლოგიურ კანონებს და სალექსო საზომებიც ორმაგ, სამმაგ ან ოთხმაგ დაყოფებზეა დაფუძნებული, ამასთან, ხანმოკლე მეხსიერების საზღვრები 7-8 მარცვალს არ აღემატება. აქედან გამომდინარე, რიტმული დაჯგუფების შემადგენელ ელემენტთა რიცხვი არ უნდა სჭარბობდეს ოთხს, ხოლო ქვეჯგუფის მაქსიმალური მოცულობა - რვა მარცვალს. სწორედ ამიტომ თორმეტმარცვლიანი ტაეპის ტრადიციული დაყოფა ასეთია: 12=6:6; 5:7; 7:5; 4:4:4 [ნაკუდაშვილი 1996 : 21]. “პროლოღიის” თორმეტმარცვლიანი ტაეპის დაყოფა ძირითადად 5+7-ია. თუმცა, არის გამონაკლისები, მცირე რაოდენობით ამგვარი დაყოფის დარღვევის ფაქტები, რის მიზეზადაც ზემოთ მისი არაქართული წარმომავლობა დავასახელეთ. მაგალითად, “ჭაბუკმკურნალმან , თავი ჰგურდემლა სამსჭუალთა.” ამ ტაეპის პირველი ნაწილი შედგება ხუთი, ხოლო მეორე - ცხრა მარცვლისგან. ასევე გვაქვს შემთხვევები, როცა ცეზურა ტაეპს ყოფს არა ხუთი, არამედ ექვსი მარცვლის შემდეგ: “კუართსა აზეზებს , მეწამულდ სისხლითა.” ან “ბასილი მკუდრისა , აღმდგენი თრევით მკუდარობს.” თუმცაღა, ასეთი შემთხვევები არც ისე ბევრია. Á, Â, À ტაეპში მარცვალს ვერ ქმნის.
“პროლოღიაში” ცეზურის ნიშნად მძიმე გვაქვს, ხოლო ტაეპებს ერთმანეთისგან წერტილები ჰყოფს. ყოველი მუხლი ორწერტილით და მძიმით სრულდება, ხოლო ახალი მუხლის ყოველი პირველი ასო სინგურითაა შესრულებული. ხელნაწერში მუხლები დანომრილია და შესაბამისი ნუმერაცია ასომთავრული ანბანით ერთვის აშიას. ნათქვამის საილუსტრაციოდ და უკეთ გასაგებად აქვე ვურთავთ “პროლოღიის” არსენისეული ნაწილის ერთი მუხლის, 26 თებერვლის ფოტოპირს A – 85 ხელნაწერიდან. ხელნაწერის ნუმერაციით ეს გვერდი არის 227რ:



A-85 ხელნაწერი (1233წ), 227 რ.
რაც შეეხება ტაეპთა რაოდენობას მუხლში, ასევე არ ისაზღვრება მუხლის იამბიკური ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი ჩარჩოებით, რაც 5 ან 7 ტაეპს გულისხმობს. ერთი მუხლი შეიცავს ერთ დღეს მოსახსენებელ წმინდანთა სვინაქსარულ ცხოვრებებს. შესაბამისად, ერთ თვეში იმდენი მუხლია, რამდენი დღეც არის. მაგალითად, პირველ თებერვალს მოხსენიებულია სულ ორი წმინდანი. მუხლში ტაეპთა რაოდენობაა რვა:
ტურფონს ჰშუÀნიან ყრმასა კამსადოს ღრღედნი,
მადლით ღმერთქმნილსა ეშმაკთა ქრისტებრ ფლობაÁ,
ნიკეას შინა თÂთ მუნ თქუმულთათÂს ÃრმალვაÁ,
Ãამლით აღმომსჭუალვაÁ, გუÀრდსა ლამპრითა ძღუნობაÁ
და მათვე მთმენსა Ãელად სულსა ღვთისებაÁ.
ბენდიმიანე ავქსენტისი მისებრვე
და ნახეთქებთა ათ ოთხ და ორ წელ მყოფი
მუÃლმოდრეკილი სარკეთაÁთ პიპირობს.
პირველ მარტს მოსახსენებელ წმინდანთა ჩამონათვალი შედარებით უფრო ვრცელია და მეტია ტაეპთა რაოდენობაც მუხლში:
“ევდუკიასთა კნინღა შევეზღვენით,
ცვლილმან სატირმან პირველთაგან მეორედ
აცისკრისფერა ბნელი ინათლმთენა რაÁ,
ამსხუერპლნა სისხლნი ქრისტეს ესრეთ მეტყუÀლსა,
ზეცისა ძალნო ჩემთანა გიხაროდენ!
და წმიდათაცა ნესტორ და ტრიფიმიოს,
მარკელლ, ანტონი, სილიბისტროს, სოფრონი
და ანტონინე, მარკოზ მონაზონითურთ
ქედნი ალესნეს იაკინტებრნი Ãრმალსა,
სულთა ჰაერთა სულნი უვნებლად აღვლნეს”
როგორც დავინახეთ, მუხლში ტაეპების რაოდენობა განსხვავებულია და ამის მიზეზი, გარდა მისი არაქართული წარმომავლობისა, შეიძლება იყოს:
ა) ამა თუ იმ დღეს მოსახსენებელ წმინდანთა განსხვავებული რაოდენობა.
ბ) წმინდანთა სვინაქსარული ცხოვრების მოცულობა.
გ) ავტორის გადაწყვეტილება, დაწეროს ერთ წმინდანზე უფრო ვრცლად, ვიდრე მეორეზე. 
ბერძნული იამბიკო შეიცვალა მეტრული სისტემის ტონურით ცვლილების გამო, თუმცა, ამას ქართულ იამბიკოზე გავლენა არ მოუხდენია. ქართული იამბი იამბადვე რჩებოდა, იქნებოდა ის გაგრძელებული თუ აქცენტიანი. ორივე შემთხვევაში იგი შეუფერებელია ქართულისთვის. არისტოტელეს შეფასებით, იამბი ყველაზე ახლოა ენის ბუნებასთან, თუმცა ამას ვერ ვიტყვით ქართულის შესახებ. ქართულად იგი ძალინ მძიმე გამოვიდა, გამომდინარე ორმარცვლიანი და სამმარცვლიანი ტერფების არათანაბარი გადანაწილებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი როლი შეასრულა თავის დროზე სასულიერო მწერლობაში, როგორც ყველაზე გავრცელებულმა სალექსო საზომმა, დიდი ხნით მაინც არ შემორჩა, როგორც ენისთვის შეუფერებელი, მძიმე ფორმა [ბერაძე 1943 : 590, 591]. იგი ქართულ ჰიმნოგრაფიაში X საუკუნიდან XVIII საუკუნის ბოლომდე არსებობდა. ეფრემ მცირისეული ტერმინი “წყობილ სიტყუა რიცხვედი”, ანუ “წყობილი სიტყვა” ქართულ ჰიმნოლოგიაში სწორედ იამბიკოს უნდა აღნიშნავდეს [სულავა 2006 : 82]. ა. სილაგაძის შენიშვნით, იამბიკო, ერთის მხრივ, დაუპირისპირდა საკუთრივ ქართულ ფორმას, მეორეს მხრივ, მისი განვითარების პროცესში ყოველთვის იგრძნობა ბუნებრივი, ქართული ლექსწყობის პარალელური ფუნქციონირების კვალი და განიცდის კიდეც მის გარკვეულ გავლენას [სილაგაძე 1997 : 84]. იამბიკოს ტაეპები იშვიათადაა გარითმული. ეს არის რიტმულად ორგანიზებული პროზაული ფორმები [სულავა 2006 : 83, 84]. მიუხედავად ამისა, არსენი ხშირად ახერხებს იამბიკური საზომის ქართულ ლექსთან ეფექტურ შეხამებას, რაც არაიშვიათად გვაძლევს რიტმულად ორგანიზებულ, მხატვრულად სრულქმნილ სტროფებს. ვთქვათ, ასეთს: 
“დიოლოღონსა, გრიგოლს ჰშუÀნი პაპობაÁ,
Qქრისტეს ÃელობაÁ, არ თვისითცა ნუკვებაÁ,
ლოდაკსა ძღუნებაÁ, ტრაÁანეს მÃსნელობაÁ,
სწავლათა ღუარსა, უხუად აღმომდენლობაÁ” [1, 228ვ, იბ].
თუმცაღა, ტექსტში მრავლად არის სტრიქონი, სადაც რიტმული ორგანიზაციის კვალიც კი არ ჩანს:
“გრცხუÀნინ სატანა, აჰა, დედებმან გაშთო,
სისხლთ თÂსთა ზღუთა ალექსანდრა ბრძენმან
კლავდიას თანა ევფრასია, მატრონა
და ივლიანა, ევფემია და ღირსმან
თეოდოსია იზეცისბჭისბინაეს.” [1, 229რ, კ]
მოვიტანთ კიდევ ერთ მუხლს ექვსი თებერვლის მასალიდან:
მÃეცთ მცველი რაÁ სილოვანეს ესაქმა
ზესთმესრულესა ლუკა მუკიმოსითრთ,
ამათნი შურნი იშურვნა ივლიანე,
ჭაბუკმკურნალმან თავი ჰგურდემლა სამსჭუალთა,
კუალად ქმნადთა ჰქუა სულმან, მომელოდენით.
ფავსტია ბრძენი მტანჯველსა სცვლის მოწამედ.
ევლასიოს, ეგრეთვე მაქსიმინოს
მათგან ნამზადნი ტაფაკნი ზოგად ილმნეს.
და სხვაÁცა ფავსტო, ბასილი, სილოვანე
ზეცის გზაობენ და დიდმან ბარსანოფე
კოსტანტინელთა მწყემსსა თანა ფოტიოს
ძილი ირულეს, მართალთაÁ სამნეტართა
საბაელთ ტიტლოÁ ვოკოლის აზედდღისებს.” [1, 224ვ, ვ]
ამგვარი ურიტმო პროზაული თხრობის მიზეზად ჩვენ რთული და ვრცელი მასალა მიგვაჩნია, რომელთან გამკლავებაც ყოველთვის სრულყოფილად არ გამოსდის ავტორს. თუმცა, ასეთი მძიმე ლექსის გვერდით გვხვდება სასიამოვნოდ მოსასმენი სტრიქონებიც. 
უფრო მეტიც, არსენ ბულმაისიმისძე სიტყვათა თამაშით, მხატვრული გამეორების ეფექტური გამოყენებით ცდილობს ტექსტს მისცეს მუსიკალური ელფერი, მაშინ როდესაც იამბიკური საზომით რთულია პოეტური აღმაფრენისა და ექსპრესიის გამოხატვა. ამის მაგალითები ტექსტში არაიშვიათია:
“ეტყÂს შეთაგან შენნი შენვე იმსხუÀრპლენ…” [1, 227რ, კზ].
“თითოსახეთა წესთაგან სხუა ქალაქნი
მრავალსახეთა ტანჯვათა იპირობენ” [1, 225ვ, ივ]. 
“იმშÂდთქვეყნებს, მშÂდობით მირულვილი.” [1, 227რ, კვ]
“განსრულებულნი, ქრისტეს ესრულებიან” [1, 227რ, კÀ].
“ექუსნი ექუსთაგან ქალაქთა ერთქალაქნი” [1, 228ვ, იე].
“ებვერვარისა, ერდოÁ გარდაგმენაკო
ფიცითსავნები, ჩუენი გარდაგმენაკო.. ” [1; 227რ] 
“რანი თÂთ პირველ თÂსნი უთÂსნა ღმერთსა
დიდმან თეოდორე აწ კუალად თÂსთა 
თÂსსა უთÂსებს ქრისტესა განჯუარულთა” [1, 227ვ, გ] 
“კოსტანტინელნო მწყემსსა კუალად უძნობდით
და ნიკიფორე მკუდარი კუალად იცხოვლეთ.” [1, 228ვ, იგ]
“მუცელპებულნი, განაპობენ ეთერსა.” [1, 230რ, ლ]
“ერთსულნი ერთად, ქრისტეს ესრულებიან
სისხლთა მიჰრონსა მიუზღვენ მიუძღუნებენ.” [1, 229რ, ით] 
“ექუსნი ექუსთაგან, ქალაქთა ერთქალაქნი” [1, 228ვ, იე] და ა. შ.
არსენ ბულმაისიმისძის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ერთ-ერთი იამბიკო, რომელიც ეხმიანება დემეტრე მეფისა და ბორენა დედოფლის იამბიკოებს, ტექსტიდან ამოუღიათ, კანონიკურად უცვნიათ და შეუტანიათ “ღვთისმშობლისანად” ევსტათი მცხეთელის ხსენების დღის ჰიმნოგრაფიულ მასალაში. ეს იამბიკო მართლაც ახდენს მკითხველზე საოცარ ემოციურ ზემოქმედებას: 
“თÂთ პირველ არსმან და ყოვლისა მაარსმან,
იარსა ჩემთÂს, აწ კუალად ჩემობს სხუაÁ,
ემრჩობლა თბესა, ქალწულებრსა ნაზარეთს
მარიამ ეტყÂს, ღავრიილ გიხაროდენ
უფალი ჩვენი, და ღმერთი შენ შორის არს:,.” [1, 229რ, კე]
არსენ ბულმაისიმისძის ამგვარი დამოკიდებულება ტექსტისადმი გარკვეულწილად ხელს უწყობს საგალობლის იოლად დამახსოვრებას, აგრეთვე, მსმენელის ამაღლებული განწყობილებით გამსჭვალვას.
ამგვარად, “პროლოღიის” ვერსიფიკაციულ ორგანიზაციაში კარგად აისახა ქართული იამბიკოსთვის დამახასიათებელი ყველა თავისებურება, თუმცა როგორც ვნახეთ, ავტორი ცდილობს მკითხველისთვის რთულად აღსაქმელი და ქართული ლექსისთვის რთული ფორმით დაწერილი მასალის ემოციურად და ეფექტურად გადმოცემას. 
ქართულ ლიტერატურაში ელინიზაციის პროცესი იწყება XI ს-ის მეორე ნახევარში. სწორედ ეფრემ მცირე უდებს სათავეს ელინოფილურ მიმართულებას ჩვენს მწერლობაში. ამ პროცესში გამოყოფენ ძირითადად სამ შტოს: ეფრემ მცირის, არსენ იყალთოელის და გელათური სკოლის, მისი დამაგვირგვინებელი იოანე პეტრიწითურთ. ტერმინ ელინოფილურთან ერთად ამ მნიშვნელობის გამოსახატავად გამოიყენებენ ტერმინ პეტრიწონულს და გელათურს. ამგვარი მიმართულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ბერძნული კულტურის მნიშვნელობის, ორიგინალის ენისა და ბერძნული განათლების პრესტიჟულობის ზრდამ. ერთი სიტყვით, თავად ბერძენთა მოთხოვნების გაზრდამ აღმოსავლურ-ქრისტიანული სამყაროსადმი და ქართველთა ინტერესის გაზრდამ ბერძნულისადმი, სათარგმნი დედნების ტექსტობრივმა სირთულემ, ჟანრობრივმა და მხატვრულ - სტილისტურმა თავისებურებებმა. ამას დაერთო, აგრეთვე, თავად ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის და საღვთისმეტყველო აზრის განვითარება. ელინოფილური თარგმანი არის იმიტაციური თარგმანი, ბაძვის იმიტაციის ტექნიკით შესრულებული, რაც ზედმიწევნობის ყველაზე ცხადი გამოხატულებაა. იგი კალკირების საშუალებით ბაძავს და ქმნის ორიგინალის მახასიათებელ ნიშნებს და თვალსაჩინოს ხდის მათ თარგმანის ენაში. თარგმანის ეს ტიპი, სადაც გადმოღებულია დედნის ძირითადი ლინგვისტური ელემენტები, (უცხო ბერძნული კონსტრუქციების დამკვიდრება, ბერძნული ლექსიკის შემოტანა), ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია ინტერპრეტაციის უფრო მაღალ დონედ, ვიდრე სემანტიკური ინტერპრეტაციაა [ბეზარაშვილი 2004 : 360]. ელინოფილურმა ენამ და ტერმინოლოგიამ გავლენა მოახდინა შემდეგდროინდელ ორიგინალურ მწერლობაზეც (იეზეკიელი, არსენ ბულმაისიმისძე, ნიკოლოზ გულაბერისძე). როგორც ცნობილია, იოანე პეტრიწის ენასა და სტილს, მის ტერმინოლოგიას გავლენა მოუხდენია და ასახულა “ვეფხისტყაოსანში”, “თამარიანში”, “აბდულმესიანში”. . . [ბეზარაშვილი 2004 : 358].
პეტრიწის ენის თავისებურებას ქმნის ფილოსოფიური შრომების მეცნიერული ენა, ბერძნული ენის გავლენა სიტყვათწარმოებასა და სინტაქსის ზოგ ასპექტში. გარდა ამისა მის სტილს ქმნის მთელი რიგი იმ ინდივიდუალური თავისებურებებისა, რომელიც ვლინდება ენაში არსებულ სინონიმურ ფორმათა და სინტაქსურ კონსტრუქციათა შერჩევაში.
დ. მელიქიშვილი პეტრიწის ენის სირთულეს ხსნის მისი ფილოსოფიური შინარსიით [მელიქიშვილი 1975 : 57,66], თუმცა ამ არგუმენტს ასუსტებს “პროლოღია”, რომელიც მოკლებულია ფილოსოფიურ შინაარსს. ამას ხელი არ შეუშლია პეტრიწისთვის, ეწერა მისთვის ჩვეული, რთული, ელინოფილური სტილით.
როგორც ვიცით, სათვეო სვინაქსარი არის იამბიკოდ დაწერილი წმინდანთა მოკლე ცხოვრებები. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ფორმატი ნაწარმოებისა ითხოვდა მაქსიმალურ ლაკონიურობას, შესაბამისად, ავტორიც თითო ან ორი სტრიქონით ეხმიანება წმინდანის ცხოვრების ამა თუ იმ ვრცელ ეპიზოდს. ზოგ შემთხვევაში კი, საერთოდ ერთი ან ორი სიტყვით მიგვანიშნებს მასზე. მაგ:
“მარკოს იქების ორკერძოÁთა სიბრძნითა,
ჰშუÀნის აფთართა, ქველვილთა მეძღუნეობაÁ” [1, 227ვ, ე].
საუბარია მარკოზ მონაზონზე, რომელსაც მონაზონთა სწავლების და სასწაულმოქმედების ნიჭი ჰქონდა, რაც ტექსტში გამოიხატა “ორკერძოÁ სიბრძნით”. შემდეგი სტრიქონი შეიცავს ეპიზოდს, სადაც მარკოზ მონაზონი ჰკურნავს აფთარის ბრმა შვილს, რის სანაცვლოდაც აფთარმა ძღვნად მიართვა ცხვრის ტყავი. მარკოზმა ტყავი მხოლოდ იმის შემდეგ აიღო, რაც აფთარი დაჰპირდა, რომ გაჭირვებულებს აღარ შეაწუხებდა.
ან კიდევ: 6 მარტს იხსენიება კონონი, რომლის შესახებაც ვკითხულობთ:
“სხუაÁ კონონ ძალთა მთავრისა მცველად მქონი,
ისავროელთა კერპი არწმუნებს ქრისტეს,
ჰუნეთმძლეველი, ეშმაკთა მიწად მფლველი” [1, 227ვ, ვ].
კონონმა ცხენზე ამხედრებულ კერპთაყვანისმცემლებს ფეხით დაასწრო მისვლა გამოქვაბულში, სადაც მსხვერპლი უნდა შეეწირათ, ამიტომ არის იგი “ჰუნეთმძლეველი”. კერპი მასში დაბუდებული ეშმაკითურთ მივიდა კონონთან და თქვა: ”ერთ არს ღმერთი იესო ქრისტე”. კონონმა ეშმაკი სახლის საძირკველში კეცის ჭურჭლით ჩაამწყვდია, რითაც დაიმკვიდრა სახელი “ეშმაკთა მიწად მფლველის.”
მიუხედავად ტექსტის სპეციფიკურობისა და მისი ლიტურგიკული დანიშნულებისა, ავტორი ცდილობს ფაქტები გადმოგვცეს არა მშრალად და უღიმღამოდ, არამედ ხატოვნად. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ ბიბლიური და თეოლოგიური სიმბოლოები. მაგალითად, არსენი მოწამის მიერ სისხლის დაღვრას, ხატოვნად ასე გადმოგვცემს: “ძოწავს პორფირთა. . “ “კუართსა აზეზებს, მეწამულად სისხლითა.” ასევე ხატოვნად საუბრობს გარდაცვალებაზე: “სამყაროÁსაგან მვლელთა” . . “ცად განსცვლიან კარავსა”. . .”იმშÂდთქვეყნებს, მშÂდობით მირულვილი” . . ”სულთა ჰაერთა, სულნი უვნებელად აღვლნეს”. . “სულსა აღაღვთისახლებს”. . “ძილსა მშÂდთასა ზენად მიიკიბებენ. . ” და ა. შ.
არსენ ბულმაისიმისძე “გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის” ოსტატია. იგი უაღრესად დაწნეხილი სტრიქონებით ახერხებს წმინდანის ღვაწლის უმთავრესზე მინიშნებას. ამასთანავე, ზუსტად შერჩეული სიმბოლოების, სათქმელის ხატოვნად გადმოცემის მეშვეობით თხრობას ესთეტიკური შინაარსით ტვირთავს.
Aარსენ ბულმაისიმისძის თხზულება “გაგრძელებაა პეტრიწის იამბიკური სვინაქსარისა, დაწერილია პეტრიწისავე სტილითა და მეთოდით.” [კეკელიძე 1960, I : 289] კ.კეკელიძის ეს შენიშვნა, ბუნებრივია, სვამს ორი თხზულების ურთიერთმიმართების საკითხს. თხზულების ბულმაისიმისძისეული ნაწილი განიცდის პერტიწის სტილის გავლენას. ეს მოსალოდნელიც იყო. მიიჩნევენ, რომ არსენი არის გელათური სკოლის წარმომადგენელი. საგულისხმოა, რომ სწორედ აქედან უგზავნის აბუსერ აბუსერისძეს იგი ეპისტოლეს და ჰიმნებს. აქვე შევნიშნავთ, რომ “პროლოღის” ენა განსხვავდება არსენის ჰიმნების ენისგან, რომლებიც გამოირჩევიან საოცარი სისადავით და სიმარტივით. შესაბამისად, თხზულების ენა თვით ავტორისთვის, ვფიქრობთ, ნაკლებ ორგანულია. არსენს უცდია, რადგანაც ის აგრძელებდა პეტრიწის შრომას, მსგავსება ტექსტის პეტრიწისეულ ნაწილთან მაქსიმალური ყოფილიყო. ამას ის გარკვეულწილად ახერხებს კიდეც. საილუსტრაციოდ მოვიტანთ მსგავსი ლექსიკური თუ გრამატიკული ფორმების, სიტყვათწარმოების რამდენიმე მაგალითს “პროლოღიის” ჯერ პეტრიწისეული, ხოლო შემდეგ არსენ ბულმაისიმიძისეული ნაწილიდან:
საერთო ლექსიკა: 
“კოსტანტინელნო, მწყემსსა კუალად უძნობდით “ [1,228 ვ, იგ ]. 
“გონიერება გონიერებით სძნობდინ. ” (54.8)
(ძნობა – სიმებიან საკრავზე დაკვრა, გალობა. ილ. აბულაძე.)
“კაცთა აზესთაებენ” [1, 228ვ. იდ]. 
ეზეშთაების ცათა. 74, 20.
(ზესთა, ზეშთა – უმაღლესი, ყველაზე მაღალი, ილ. აბულაძე.)
“ქედსა რაÁ ილმო” [1, 225რ, À]. 
“შურმან სიკუდილი ილმო.” 48,7.
(ლმობა – ტკივილი, წვა, შეჭირვება. ილ. აბულაძე.)
“სულნი შეარწყუნეს” [1, 229რ,გ]. 
“ნივთნი ნივთთავე შეარწყუნა”. 51,22
(შერწყუმა – შეერთება. ილ. აბულაძე, შერწყვა – შეერთება. ზ. სარჯველაძე.)
“მოწამე მღდელი ზოსტერსა აპორფირებს” [1, 225რ, ი]. 
“მღდელებრივსა ზოსტერსა ამეწამულებს” (69,4). 
(ზოსტერი – ქამარი, სარტყელი. ილ. აბულაძე) 
“ყოფადთა ამხილველებს” [1, 228ვ,იდ]. 
“სელიმტელი აქა ხმობს ყოფადთა.” (70,9)
(ყოფადი – რაც იქნება, მოხდება, მომავალი. )
“ირიმის მტუÀრსა განაყრევს, მახÂლი მკლველებრივი.” [1, 231ვ, ივ]
“ცეცხლი განაყრევს მტუვერსა.”(43,17)
დ. მელიქიშვილი იოანე პეტრიწისეულ სიტყვათწარმოებას აფასებს, როგორც ლექსიკის გასამდიდრებლად ენაში არსებული მასალის ვირტუოზულ გამოყენებას [მელიქიშვილი 1975 : 6]. ორივე თხზულებაში ბევრია ერთი და იმავე სიტყვისაგან ნაწარმოები ზმნა:
ღმერთი
“ქრისტესა აღმრთობს” [1, 227რ,კზ]. 
“იგიცა აღმრთობს”(75,25).
კიბე
“ხერხსა იკიბებს” [1, 230ვ, ე]. 
“ქვათა იკიბებს საცოდ” (47,4).
მზე
“სკიტე ამზეებს” [1, 233ვ,ე] . 
“ამზეებს ნიშთა შარავანდი”(63,12).
გვირგვინი
“იგÂრგÂნებენ მოწამეთა ბანაკსა” [1, 225რ,ი]. 
“დიმიტრი ვინმე მახვილსა იგÂრგÂნებს” 
გურდემლი
“თავი ჰგუერდემლა” [1, 224ვ, ვ]. 
“ქედს ცემით რკინა უგუერდემლებს” (67,28).
მწყობრი (მეფერხულე; მწყობრება – წრე, რიგი. ილ. აბულაძე.)
“ბევრთა თანა იმწყობრა” [1, 225რ,À]. 
“რომელთა თანა მწყობრობს ისუსნავესი” (38.1) . 
საწუთო
“მწყემსი ანასტასიოს საუკუნოდმი განისაწუთოებს დღეს” [1, 231ვ, კ]. 
“სათნოებათა თავად აღსრული აწ განისაწუთოებს”(47,5).
მანიაკი (ყელის სამკაული, ოქროს ან ვერცხლის რგოლი; ძეწკვი. ილ. აბულაძე)
“იმანიაკნეს ხრმალნი” [1, 230ვ,ე] . 
“ხოლო შემდგომთა მახვილი ჰმანიაკობს” (43,19). 
ბრძმედი (ქურა, სადნობელი – ილ. აბულაძე)
“მერმე თრეული ცეცხლითა განიბრძმედვის” [1,224ვ,ე]. 
“სხუათა თანა ცეცხლით განიბრძმრდვიან” (53,2).
პირად-პირადი (სხვადასხვა, ნაირ-ნაირი ილ. აბულაძე)
“ქალწულსა ღუაწლნი ჰპირადჰპირადობდენ რაი” [1, 224რ,ე].
“ორღანოებთა ირადპირადებენ” (64,18).
საგრი (საგრობა – ჯარისკაცობა; მეომრობა ილ. აბულაძე; გარეობით მგზავნი ბრძოლა და მიხდომა პირაღმა).
“ბარბარო პირადპირადთა სიკვდილთაით ზეისაგრებს” [1, 234ვ,იდ] . 
“სიმდაბლით განისაგრებს საწუთოთ” (48,9).
მეძღუნეობა (ძღუნება – მოტანინება ილ. აბულაძე).
“ღმრთისმშობელს ვჰმეძღუნეობთ” [1, 229რ,კგ] .
“ჰმეძღუნეობენ გუნდრუკებსა” (66,26). 
თÂსი (მახლობელი, თავისიანი, თÂსაგან მარტოდ. თÂსება – განსაკუთრებულება, მსგავსება). 
“აწ კუალად თÂსთა თÂსსა უთÂსებს.” [1, 227ვ,გ] 
“სთÂსობს ჯუართა სიკუდილსა უფლისასა”. (43,18)
ტალავარი (ფაცხა, საჩრდილობელი, ფანჩატური, ტალავრობა - ებრაელთა დღესასწაული. ილ. აბულაძე).
“ოფლთაÁთ მართალთა თანა განიტალავრებს” [1, 235ვ,კგ]. 
“შრომისა ოფლთა ქუენათ განიტალავრა” (61,3).
წიაღ – გაღმა, იმ მხარეს, გამოღმა, ამ მხარეს. ილ. აბულაძე
“ესრეთ ქმნითა მართალთად წიაღობს” [1, 236რ,ლ]. 
“ელისაბედებრ ეწიაღების კლდესა” (44,24).
მარგალიტი
“თავსა ხრმლით იმარგალიტვენ” [1, 230ვ, თ]. 
“თხემსა მისსა ემარგალიტნეს ქვანი” (66,27).
“მარგალიტებად, ქვათა იკრბენ თხემთა”.
მსხუერპლი
“ამსხუერპლნა სისხლნი” [1, 227რ,ა] . 
“მახვილებითა ამსხუერპლებენ ღმერთსა თავთა” (58,22).
განკერძოება (მოშორება, გაცალკევება, მოცილება)
“მახÂლი თავთა განუკერძოებს გუამით” [1, 231ვ,იÀ]. 
“მახვილი თავთა განაკერძოებს გუამით” (14,6).
სერი (ვახშამი, სერობა – ვახშმობა, ილ. აბულაძე. საბა: ასერ- ნეტარება, გინა ბედნიერი.)
“დიოსკორეცა მახÂლსა ესერების” [1, 234რ, იÀ]. 
“ნიკომიდიას ესერების მახვილსა” (39,4).
სრულება (სრულყოფა, დასრულება, დამტავრება ილ. აბულაძე)
“ნიკანდროს Ãრმალსა ესასრულა” [1, 229რ,კბ] . 
“მამა მახვილსა მკუეთრსა ესასრულების” (47,4).
ჰრული (თვლემა, რული, ძილი ილ. აბულაძე)
“რულსა ჰრულვენ” [1,226ვ,კბ] . 
“შრომათა შინა ჰრულის მშვიდობით”(62,9).
მსგავსი ლექსიკური ერთეულების, გრამატიკული ფორმების, ნაწარმოები ზმნების და ა.შ მოტანა მრავლად შეიძლება. გვხვდება ნაწარმოებ ზმნათა ამოსავალი, ძირეული სიტყვებიც. 
აქვე შევეცდებით ჩვენი ძეგლის ზოგად ენობრივ მიმოხილვას. ტექსტის სრულყოფილი ენობრივი ანალიზი ჩვენი ინტერესის სფეროში არ შედის. ამჟამად დავკმაყოფილდებით მხოლოდ ზოგადი დახასიათებით და შევეცდებით ყურადღების გარეშე არ დაგვრჩეს მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ენობრივი მოვლენები. ამ გზით, შევეცდებით გავამყაროთ ჩვენი ვარაუდი, არსენ ბულმაისიმისძის, როგორც გელათური სკოლის ტრადიციების ერთგულად მიმდევარი მწერლის, შესახებ:
1. მრავლობითი რიცხვი იწარმოება ებ, ნ და თ სუფიქსებით. ებიანი მრავლობითი შედარებით იშვიათია: ნიშებს, კომსებითურთ, ეტლებითა, სატანჯველები, ქალაქები. ხშირია ერთსა და იმავე ფორმაში ორივე სუფიქსის გამოყენების შემთხვევები:
სახელობითი ბრუნვა: ურმის თუალებნი, ქვებნი, მონებნიცა, ბაგინებნი, საგუემელებნი, სამსახურებნი.
მოთხრობითი ბრუნვა: “ხუცესთა, მონაზონებთა და ერისკაცთა გუთეთს იეტლეს” [1, 229რ, კე].
მიცემითი ბრუნვა: “მღდელმთავრობს ქრისტე ბევრებთა თანა.”
“ალფე და ძენი მისნი ღუაწლებთა მათთა აამისდღისებენ” [1, 235ვ, კვ].
“მოყუსებთა თანა Ãრმალსა ემაღნინტვიან” [1, 224რ, ბ].
“დედებთა თანა ღმრთისა მყვანელი” [1, 229ვ,კე].
ნათესაობითი ბრუნვა: “სისხლებთა ღუარმან აღაღმრთვნა” [1,226ვ,კა].
“მკურნალი უსრულესთა მთის მწუერვალებთა. კერპვეშაპებთა დამმუსრველი” [1, 230ვ, დ].
2. ადამიანის საკუთარ სახელებში დაცულია ძველი ქართულის ნორმა – ოთხ ბრუნვაში არ არის ბრუნვის ნიშანი, არ დაირთავს სავრცობს:
“სÂმეონ იჯმნის” [1,224რ, ბ].
“ხოლო აღათონ, დიდი პაპაÁ ჰრომისაÁ ცად გასცვლის მიწის კარავსა.”. მოთხრობითში ბრუნვის ნიშანი ერთვის მსაზღვრელ სიტყვას:
“მნათობმან ისიდორე სული აღამრთო” [1, 224რ, დ].
“ამათნი შურნი იშურვნა ივლიანე ჭაბუკმკურნალმან” [1, 224ვ, ვ].
“დიდმან ბარსანოფე. . . მწყემსსა თანა ფოტიოს ძილი ისრულეს” [1, 224ვ, ვ].
ერთ შემთხვევაში საკუთარ სახელს აქვს მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი. წინადადებაში ოთხი სახელია, აქედან სამი - ფუძის სახით:
“ერემია, ესაია, სამუილ და დანიელმან Ãრმალ-ჯუარები ეტლად ისამცხევლეს” [1, 225ვ, ივ].
საინტერესო ჩანს უცხოურ (ბერძნული წარმომავლობის) სახელთა ფორმები. ცნობილია, რომ ეს სახელები ორი გზით გადმოდიოდა ქართულში: ლიტერატურული (მწიგნობრული) გზით – ბერძნული ნომინატივის (სეხელობითის) ფორმით და ხალხური (ზეპირი) გზით – ბერძნული ვოკატივის (წოდებითის) ფორმით. ქართულში ამის მიხედვით განსხვავებული დაბოლოებები ჰქონდათ [ყაუხჩიშვილი 1956 : 145-146].
არსენის თხზულებაში ეს წესი დაცული არ არის – ერთი და იგივე სახელი სხვადასხვა, ნომინატივისა და ვოკატივის ფორმით არის წარმოდგენილი.
ე ბოლოკიდურიანი სახელებს ბერძნულის ნომინატივში აქვთ ოს დაბოლოება, ვოკატივში – ე:
ისიდორე, პამფილეს თანა. დიოდორე, თეოდორეს თანა. სტეფანე, პეტრეს, ანტონინე, ანდრონიკე, თეოფანე, ნიკიფორე, ზაკქე, ფილიპე, თეოფილეს, ივლიანე.
ამ ჯგუფის ზოგიერთი სახელი ოს დაბოლოებითაც გვხვდება: მენანდროს, ნიკანდროს.
ასევე, ერთი და იგივე სახელი გვხვდება ორივე დაბოლოებით – ნომინატივისა და ვოკატივის ფორმით:
ალექსანდრე, მაგრამ, ალექსანდროს. ეს სახელი ძეგლში იოს დაბოლოებითაც დასტურდება: ალექსანდრიოს. ორივე დაბოლოება ერთდროულად: ალექსანდრეოს.
მარკელოს, მაგრამ მარკელლე, მარკელლ. კონდრატე, მაგრამ კონდრატოს, კოდრატი, მაქსიმეს თანა, მაგრამ მაქსიმეოს. გვხვდება მაქსიმოÁს ფორმაც ნათესაობითში: “მაქსიმოÁს თავსა სამსჭუალით. . . მახÂლი ეწამების.” [1,232ვ, კÀ]
კÂრიაკოს, ქალის სახელად ეს ფუძე ა დაბოლოებითაა: “კÂრიაკა სიძეს ესაკუთრა” [1, 234ვ, იდ]. ასევეა “ივლიანა”, “ალექსანდრა”: “ივლიანა და პავლე, ძმაÁ მისი . . . ულმობლად მიიწინეს” [1, 235ვ, იზ].
“ალექსანდრა ბრძენმან კლავდიას თანა იბჭისბინაეს” [1, 229რ, კ].
ი ბოლოკიდურიანი სახელები, რომლებსაც ბერძნულის ნომინატივში აქვთ იოს დაბოლოება, ვოკატივში ი:
ათანასი, პორფირი, ავქსენტი, პარმენი, ევგენი, ალექსი, ევტვიქიცა, აკაკი, გერონტი, მაკარი, არსენი, ევსტათის დიდსა და ტარასი.
იოს დაბოლოებიანია: ტროფიმიოს, ტერენტიოს.
ორნაირი დაბოლოებითაა: სოფრონი – სოფრონიოს, ანსტასი – ანასტასიოს, ბასილი- ბასილიოს, დომენტი – დომენტიოს.
ძეგლში ცოტაა სახელები, რომელთაც ბერძნულის ნომინატივში აქვთ ას დაბოლოება, ვოკატივში – ა: თომაითურთ, ანანიაÁთურთ, ანდრიას თანა, ლუკაისგან.
ჩვენ წარმოვადგინეთ მხოლოდ ნაწილი უცხოური წარმომავლობის საკუთარი სახელებისა, ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად.
საკუთარი სახელი მარიამი მრავლობითის ფორმითაც გვხვდება: “იმოყუსეს შÂდთა განისა ფილიპპეს მარიამნი” [1, 226რ, იზ]. ასეთი შემთხვევები იშვიათად XI საუკუნიდან დასტურდება [სარჯველაძე 1995 : 321].
არის ე. წ. კოლექტიური მრავლობითის ფორმაც [შანიძე 1976 : 40]: “ევსევიეთნი ესრეთ განვლენ აქაით. . .” გვხვდება მხოლოდ ეთ სუფიქსიანიც: “რიცხუსა ორმოც ჰყოფს, მწყობრი ტერენტიეთი აფრიკიანოს, მაქსიმე და პომპიო” [1, 231 რ, ი].
3. რიცხვით სახელებს რაიმე განსაკუთერებული თავისებურება არა აქვთ. შევნიშნავთ მხოლოდ, რომ ერთი და იგივე რიცხვი ზოგჯერ სხვადასხვანაირად გადმოიცემა. “ორმოცდაორი” ერთ შემთხვევაში არის “ათოთხ და ორი”, მეორე შემთხვევაში “ოთხგზის ათი და ორი.”
“და ნახეთქებთა ათ ოთხ და ორ წელი მყოფი” [1, 224რ, ა].
სამოცდაათი არის “სამეოცნი და ათნი” და “ათსამეოცი”: “სამეოცთა და, ათთა თანადვისწავებთ. . “[1, 231 რ, ი]. “ათ სამეოცთა, თანა პეტრეს მოკარვე.” [232რ, კბ]. ორმოცი არის “ოთხათი”: “სხუათა ოთხ ათთა, თანა აღაკრავს სულსა” [1, 233რ, დ].
თხზულებაში ბევრია სხვა მეტყველების ნაწილთაგან ნაწარმოები ზმნა.
არსებით სახელთაგან:
კარავი: “ამათ მეზითვე ურიცხუთა სულთა, ღვთისა იკარვებს თანა” 
[1, 233რ, ე].
ჯუარი: “პარასკევსა, ვნებისასა აღჰჯუარავს” [1, 230ვ, ზ].
ტალანტი: “უტალანტებს არმფლველი ორსაცა” [1, 232ვ, კე].
ეტლი: “მონაზონებთა, და ერისკაცთა გუთეთს იეტლეს, ცეცხლი”[1, 229ვ, კე].
ზეზი: “ღაზელთა ებისკოპი კუართსა აზეზებს” [1, 225ვ, იდ].
ცისკარი: “ანტიოქიაÁთ, სÂმეონ გუÀცისკრების” [1, 235ვ, კდ].
საუნჯე: “ქალაქსა ასაუნჯებს” [1, 226რ, ივ].
მამა: “ამამებს ჩჩÂლთა” [1, 225 რ, ია].
ცა: “პაფნოტიცა, მონაზონი იცაებს.” [1, 231ვ, კ] “ორასთა მოწამეთა და დიაკონისა, როფიმის თანა ცაობს” [1, 230ვ, ზ].
იესო, ღმერთი: “ყრმასა აიესოებს, აღმრთობს.” [1, 224რ, ბ]
ცეცხლი: “ესევე ცეცხლავს” [1, 335რ, კ].
სძალი: “ქრისტინაცა, სპარსი ქრისტეს ესძლების” [1, 228ვ, იდ].
სუდარა: “გუამსა მისსა, თÂთცა ესუდარების” [1, 230ვ, ზ].
მეყუავილე: “მთის მწუÀრვალებთა, ღმრთისათა მეყუავილობს” [1, 230ვ, დ].
მეხი: “სიტყვათა ქოლვენ, მეხვენ.”
მიზდი: “კერატი ემიზდების” [1, 232ვ, კზ].
დღე: “ამასვე დღეობს” [1, 234ვ, ივ].
ნაყოფი: “ხმელ ხეთა ანაყოფებს.”
სახლი: “ქრისტეს ესახლნეს” [1, 233ვ, თ].
ცხვარი: “ქრისტესა ეცხვარნეს” [1, 224რ, დ].
კუამლი: “აღიკუამლვის ლამპრვილი”. [1, 232ვ, კე]
ზედსართავთაგან: უხვი: “ნიშთა აუხუებს” [1, 226ვ, კგ].
სრული: “მრავალთა სრულავს”. [1, 234რ, თ]
Ãმოვანი: “ქურციკი Ãმოვნობს, კაცობრივ ეჰა მსჯავრსა.” [1, 231 რ, იბ]
წმიდა: “ეწმიდებიან ღმერთსა” [1, 230რ, ლ].
საკუთარი: “ღმერთსა გაესაკუთრებიან” [1, 227რ, ბ].
ნაცვალსახელთაგან: “ჰრომთ პაპი ამასვეობს.” “აწ კუალად ჩემობს.” [1, 229რ, კდ]
მიმღეობათაგან: “მკუდრისა, აღმდგენი თრევით მკუდარობს.” [1, 227ვ, ვ]
მოწამე: “კალიოპს ამოწამებს ძესა.” [1, 230ვ, ზ]
მთმენი: “მთმენობს მუსმართა”. [1, 225 რ, À]
მკადრე: “არმკადრეობენ მოკლვად.” [1, 335რ, კ]
მშობელი: “ამისსა კლვასა ემშობლა.”
მოქადული: “ჯუარითა მოქადულობს.”
მეცნი: “წერით ამეცნებს.” [1, 335რ, კ]
წინამცნობი: “წინ მცნობობს, ყოფადთა.” [1, 234ვ, ივ]
ზმნიზედისაგან: მერმე: “სიკუდილიცა, იმერმა.” [1, 230რ, ლ]
4. არსენი “იამბიკონში” ხშირად იყენებს ზმნურ კომპოზიტებს. ბევრია ორი სიტყვის შეერთებით მიღებული ზმნა:
ღმერთი + სახლი:
“Ãრმლით მცვლელნი ღმრთის სახლობენ.” [1, 231ვ, იდ]
ღმერთი + წიაღი:
“ისაკ აღმსარებელი ესრეთ ქმნითა მართლად ღმრთისწიაღობს.”
ღმერთი + კარავი:
“პეტრე შემუსრვილი ღმრთისკარვობს.”
მადლი + მფენი:
“სიმონ, მაÃსენებელთა, მოციქლებრ მადლთ მფენობს.” [1, 232ვ, კÀ]
ნიში + მექმი:
“Ãამლგანწონილი მორბედებს და ნიშთმექმობს.”
ზეცა + გზა:
“ბასილი სილოვანე ზეცის გზაობენ”. [1, 224ვ, ვ]
პირველ კომპონენტად გვხვდება ხშირად ზე: “ვოკოლის აზედდღისებს.” [1, 224ვ, ვ]
“თეოდოსია, ქუენაÁთ ზეაღიკარვა.” [1, 225 რ, À] “მწირობით ზეამკვიდრებს.” 225ვ, 13.
კომპოზიტ ზმნებს თავსართებად აქვთ ა, უ, ი, ე პრეფიქსები (გვარის და ქცევის ნიშნები).
ა პრეფიქსიანები:
“ვლასის მÃეცთა მწყემსობაÁ ამღდელმოწამებს.” [1, 225 რ, ია]
“ცეცხლებრ წუავს სხუათა, ჩუენთა აოქროÁსფერებს.” [1, 230ვ, ვ]
“აიესოებს, აღმრთობს, აძუÀლებდღეთაებს.” [1, 224რ, ბ]
უ პრეფიქსიანი შედარებით იშვიათია:
“ესე ყოველთა, უმღდელ უსარწმუნოებს.” [1, 231 რ, ია]
“ცოფსა დასჯის, უწინმეტყუელებს.”
უფრო მეტია ი – თავსართიანი კომპოზიტი ზმნები:
“იცისსრბა მრჩობლთა, გÂრგÂნ საყდართა ხილვდ.” [1, 233რ, გ]
“ათანასი, კÂრიაკოს და, თეოდულე დედითურთ იღმრთისმკÂდრეს.” [1, 233რ, ბ]
“შÂდწელ თმენათა ძეგლსა და მაგალითად, ინათესავთზედაა”. [1, 233ვ, ვ]
“პაფოÁსა მწყემსმან, მაკარი იღთვისსახლა.” [1, 225 რ, À]
ასევე გვხვდება ფორმები: იქრისტესვანებს, ინათლთმთენა, იქრისტესეზოებენ, იჭვირნათლებს, იმშვიდქუეყანებს, იწმიდათმწყობრებს და ა. შ.
ე პრეფიქსიანი კომპოზიტი ზმნები სემდეგ წინადადებებში:
“ემერმისწილა, განწიაღებაÁ მათი.” [1, 335რ, იÀ]
“ეუხუად მზრუნველების აქაÁთ განმყრელი.” [1, 232ვ, კზ]
“ერთÃორცი ეერთსულა ყურგანშანთულსა.” [1, 233რ, გ]
გვხვდება სამკომპონენტიანი ზმნური კომპოზიტები:
“ივლიანა, ევფემია და ღირსმან თეოდოსია, იზეცისბჭისბინაეს.” [1, 229რ, კ]
“აერთსულამოყუსებენ ორთავე.” [1, 232რ, კდ]
“კრისკენტი ცეცხლი, იმზისეტლათსამეტა.” [1, 231 რ, იგ]
ფუძეგაორკეცებულ კომპოზიტების ტიპი ნაკლებად გვხვდება ძველი ქართული ენის ძეგლებში, ამგვარ კომპოზიტებს იოანე პეტრიწის ენაშიც იშვიათად ვხვდებით, ამის მაგალითია არსენის ნაწილში: “ფოტინოÁს თანა, ქრისტეს ეწამეწამნეს.” [1, 227ვ, დ]
5. მრავალფეროვანია მიმღეობათა ფორმები, გვხვდება სხვადასხვა მწარმოებელი თავსართი, ბოლოსართი, თავსართ-ბოლოსართი.
ა) მ: მსასოები, მცენად, მპოხი;
ბ) მა: მაარსმან;
ც) მე: მეკადრი, თვითმეძღვი;
დ) ულ: ბრძმედული, ცვული;
ე) ილ: ცეცხვილი, ხრმალვილნი, განლამპრვილი;
ფ) მ-ელ: მღუწელსა;
გ) მ-არ: მშთვარი;
6. განსაკუთრებით მრავლადაა სახელური კომპოზიტები, რომლებიც შედგენილია სხვადასხვა მეტყველების ნაწილებისგან:
არსებითი + არსებითი: ცისბჭე, კუერთხფიცართა, ცეცხლხრმალჯუარები
არსებითი + მიმღეობა: ტყავწარხდილი, ყბაშემუსრვილი, ქედკერძული, სამსალასუმული, ნიშთმექმი.
ზედსართავი + საწყისი: ხენეშტრფიალი.
არსებითი + ზედსართავი: პირუღამოი მნათობი.
ზედსართავი+მიმღეობა:სრულმქმნელთა.
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ XI ს-ის მეორე ნახევარში დაწყებული ელინიზაციის პროცესი დაკავშირებილია ეფრემ მცირესთან, იოანე პეტრიწთან და საერთოდ გელათურ სკოლასთან. Eეს პროცესი თავდაპირველად ნათარგმნ ლიტერატურაში იჩენს თავს, თუმცა შემდეგ გავლენას ახდენს ორიგინალურ ლიტერატურაზეც. ამის დასტურია “პროლოღიას” ჩვენს მიერ გაანალიზებული მხატვრული სახეები, გრამატიკული ფორმები, თუ ლექსიკური ერთეულები.
ამრიგად, ჩვენ შევეცადეთ წარმოგვეჩინა ერთი მეტად საინტერესო ძეგლის ვერსიფიკაციული, სტრუქტურული თუ სტილური თავისებურება, რაობა და მნიშვნელობა ტექსტისა, რომელზეც სამი დიდი ქართველი მოღვაწე მუშაობდა. 


















გამოყენებული ლიტერატურა
1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A - 85 ხელნაწერი.
2. ბეზარაშვილი ქ. 
2004. რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების მიხედვით, თბილისი: “მეცნიერება”.
3. ბერაძე პ. 
1943. ქართული იამბიკოს შესახებ. (“საქართველოს სსრ. მეცნიერებათა აკადემიის მოამბე”. ტ. IV, #6, თბილისი : 585-592).
4. იოანე ბატონიშვილი 
1936. კალმასობა, თბილისი: “სახელგამი”.
5. კეკელიძე კ.
1960. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ. 
6. კუკავა თ.
1978წ. იოანე პეტრიწის წიგნი “ათ-ორ თვისა პროლოღია”, თბილისი, საბჭ. საქართველო. 
7. მელიქიშვილი დ.
1975. იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი, თბილისი: “განათლება”.
8. ნაკუდაშვილი ნ.
1996. ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა, თბილისი: “მეცნიერება”.
9. სარჯველაძე ზ. 
1995. ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა. 
10. სილაგაძე ა.
1997. ძველი ქართული ლექსი და ქართული პოეზიის უძველესი საფეხურის პრობლემა., თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
11. სულავა ნ. 
2006. ქართული ჰიმნოგრაფია: ტრადიცია და პოეტიკა, თბილისი: “ზეკარი”.
12. ყაუხჩიშვილი ს. 
1956. ბერძნული მამაკაცთა სახელების გადმოცემისათვის ძველ ქართულში, კრებული: სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში.
13. შანიძე ა. 
1976. ძველი ქართული ენის გრამატიკა, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.





მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის საგალობლის რამდენიმე თეოლოგიური ასპექტისთვის


მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი უკავშირდება მაცხოვრისა და ედესის მთავრის, ავგაროზის სახელს. მაცხოვარმა თავისი ტილოზე სასწაულებრივად აღბეჭდილი ხატი გაუგზავნა ავგაროსს, სნეულებათაგან განსაკურნად. ხატი მრავალი თვალსაზრისით არის საინტერესო. თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნიმუში ხატისა და სწორედ აქედან იღებს ხატწერა სათავეს. ხატი არ არის უბრალო ნაწილი ხელოვნებისა, მას დიდი საღვთო მნიშვნელობა აქვს. ხატზე გამოსახულია ადამიანი, რომელიც წილნაყარია ღმერთთან და ამავდროს საუბრობს ადამიანურ ბუნებასთანაც. ხატი მიგვანიშნებს, მიგვმართავს უზენაესისკენ, პირველსახისკენ. 
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის საგალობლები შეუქმნია არსენ ბულმაისიმისძეს - XIII საუკუნის ქართლის კათალიკოსს, რომლის შესახებ ცნობები და ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობაც შემოუნახავს A-85 ხელნაწერს, გადაწერილს ტბელ აბუსერისძის მიერ 1233 წელს. საგალობელი ორი კანონისა და მცირე ფორმის რამოდენიმე საგალობლისაგან შედგება. კანონს აკლია მეორე გალობა “მოიხილესა”, სამაგიეროდ მას მეათე გალობად დართული აქვს “აქებდითსა”. რაც გვიანი პერიოდის ტრადიციაა. Gგალობას აქვს ძლისპირნი, რომელსაც თითქმის უმეტეს შემთხვევაში მიყვება საგალობელი, თუმცა არის გამონაკლისებიც. ჰიმნები გამოირჩევა საოცარი რიტმულობით, ზოგ ადგილებში რითმულობითაც, რაც მიიღწევა პოეტური ანაფორით, გამეორებებით. რაც ასევე ძლიერ ემოციურ დატვირთვას აძლევს მათ. სწორედ ეს საგალობლები ამკვიდრებს ანტონ მარტყოფელის, როგორც ხელთუქმნელი ხატის საქართველოში შემომტანის ტრადიციას. საინტერესოა, XIII საუკუნეში რატომ მიიქცია ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობლის და არამარტო მისი ყურადღება VI საუკუნეში ანტონის მიერ ხატის ჩამობრძანების ფაქტმა, რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური შვიდი საუკუნის შემდეგ. 
_______________________________
მესიანისტური იდეა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ნაკლებად აისახება ხოლმე ჰიმნოგრაფიაში. ამ თემის წამოწევას სამეცნიერო ლიტერატურაში ხსნიან სწორედ ისტორიული პროცესების გათვალისწინებით.ეს არის XIII ს-ის პირველი ნახევარი, როცა საქართველო დგას უდიდესი საფრთხის წინაშე. იწყება ხვარაზმელ-მონღოლების შემოსევა. საჭირო ხდება მესიანისტური იდეის გაცოცხლება. გაცოცხლება, იმიტომ რომ მესიანისტური იდეა სათავეს ჯერ კიდევ იოანე საბანისძის “აბოს წამებაში” იღებს. “აჰა ესერა ქართლისაცა მკვიდრთა აქუს სარწმუნოებაი და წოდებულ არს დედად წმიდათა”. მას აგრძელებს გიორგი მერჩულე, რომელიც ქართველ მეფეებს დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად მიიჩნევს და მათ ქრისტესთან ანათესავებს, ხოლო კულმინაციაა იოანე ზოსიმეს “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.”ეს იდეა კიდევ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პირობებში. ხოლო, მაშინ, როცა ქვეყანა დადგა უდიდესი საფრთხის წინაში, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოს გამორჩეულობის საკითხი საჭირო გახდა ამ იდეის გაცოცხლება და ახალი იდეის შემოტანაც. ეს ახალი იდეა კი არის ხელთუქმნელი ხატის საქართველოში შემობრძანების იდეა, რაც უზარმაზარი მადლია. ეს მადლი ერგო კონსტანტინეოპოლს და საქართველოს, აქაც ჩანს პრეტენზია იმისა, რომ საქართველო დგას წმინდა ქალაქის გვერდით და “არასადა უმრწამეს გყო შენ ქრისტემან, არამედ მოგცა ხატი თვისი”. “ღვთივ ქმნული ხატი ყოვლად წმიდაი, და ისრაელსა ამას ახალსა დაუუნჯე, ქართველთასა ერსა საზეპუროსა.” “არასადა უმრწემეს ხარ ქალაქთა შორის ახლისა ისრაელისათა”. აქ ისრაელად იგულისხმება არა კონკრეტული ქვეყანა, არამედ ზოგადად ქრისტიანული სამყარო. საქართველო ქრისტიანულ სამყაროში თავისი სიწმინდით, ძლიერებით არავის ჩამოუვარდება, თვით ქრისტიანობის მექად აღიარებულ კონსტანტინეოპოლსაც კი, რადგან “ქალაქთა მზემან ტილოი, ხოლო ქართლმან კეცი დაიმკვიდრა სიმდიდრედ საცხოვრებელად”. ამ იდეას, ერთის მხრივ, დაესესხა ბიბლიას, სადაც საუბარია ებრაელი ხალხის გამორჩეულობაზე, მეორეს მხრივ კი, ხელი შეუწყო უკვე არსებულმა ტრადიციამ, ქრისტეს კვართის მცხეთაში დაკრძალვამ, საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობამ და ა.შ. ხელთუქმნელი ხატის შემობრძანებას საქართველოში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ავტორი ამ ფაქტს ადარებს მაცხოვრის შებრძანებას იერუსალიმში და აღნიშნავს, რომ ამ მადლის დამკვიდრებით ქართლმა დაიმკვიდრა მადლი მაცხოვრისა: “აჰა მეუფე შენი, რომელიცა კიცუსა ზედა წმიდად ქალაქად მჯდომარე იხილეს ერმან და ადიდეს. აჰა, აწ კუალად უცვალებელად მითვე ხატითა დღეს შემოვალს შენდა მშვიდი მოწყალე ედესიით ანტონისგან”, “სიხარულით განსცხრებოდეთ, ვითარცა პირველად იერუსალემდ შესვლასა, ქრისტესს მეუფისასა. ოსანას უღაღადებდეთ უხრწნელისა ხატისა მისისა ჩუენდა შემოსვლასა”. 
_______________
ანტიხატთმებრძოლური პოლემიკა

VII საუკუნეში თავი იჩინა ხატმებრძოლეობის აქტიურმა ერესმა და თითქმის ასი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლა ხატების წინააღმდეგ. ხატების თაყვანისცემის დასაცავად იწერებოდა მრავალი შრომა, მათგან აღსანიშნავია იოანე დამასკელის “სიტყუაი წმინდათა ხატთათვის” და “სიტყუაი სიტყვისაგებელი მათი, რომელნი გმობენ წმიდათა ხატთა” და “გარდამოცემის” ერთი თავი “ხატთათვის”. ამ მხრივ ასევე ღირებულია თეოდორე სტუდიელის შრომები. ხატთაყვანისმცემლობა საბოლოოდ აღიარეს ნიკეის VII საეკლესიო კრებაზე. კრების მიერ მიღებული დოგმატის ძირითადი სათქმელი იმაში მდგომარეობდა, რომ პატივისცემა ხატისა გადადის მის პირველ სახეზე. იოანე დამასკელის თანახმად, “რამეთუ რაისათვის თაყვანის ვცემთ ურთიერთას, არათუ ვითარცა ხატად ღმრთისად შექმნილნი”. მაშასადამე, როდესაც ადამიანი ღვთის ხატისაებრ შექმნილ ადამიანს თაყვანს სცემს ეს პატივი ღმერთზე გადადის. იგივე თვალსაზრისია გატარებული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაშიც: “ცხად არს, ვითარმედ თაყუანისმცემელი ხატისა ღვთისაი ღმერთსა თაყვანის ცემს, მის მიერ მაგინებელიცა სადმე ხატისა ღმრთისაი ღმერთსა აგინებს უეჭველად”. პატივი მიმართულია არა ნივთისაკენ, არამედ ზედ გამოსახულისკენ. იოანე დამასკელი ასახელებს მიზეზს თუ რატომ იხსენიება ძველ აღთქმაში ხატები: ”უხილავისა და უსხეულოისა და გარეშეუწერელისა და დაუსახველისა ღმრთისა ვინ შემძლებელი არს ქმნად მსგავსებისა?” მხოლოდ მას შემდეგ რაც ღმერთი ”ჭეშმარიტებით კაც-იქმნა ცხოვრებისათვის ჩუენისა”, განცხადდა იგი და გუეჩვენა არა როგორც აბრაჰამს, ან წინასწარმეტყველებს, არამედ “არსებით განკაცნა ჭეშმარიტად ვიდოდა ქუეყანასა ზედა და კაცთა შორის იქცეოდა”, მხოლოდ მას შემდეგ იქნა შესაძლებელი მისი გამოხატვა თვითმხილველთაგან”. იოანე დამასკელი ამავე თავში გადმოგვცემს თქმულებას ხელთუქმნელი ხატის შესახებ, რომელიც ქრისტეს ხატის პირველსახედ ქცეულა. ეს მწვავე პოლემიკა ხატმებრძოლეობის წინააღმდეგ აქტუალობას ინარჩუნებს XIII საუკუნეშიც. არსენ ბულმაისიმისძე წერს: ”ეგრეთვე თაყუანს ვცემთ ყოვლად წმიდასა ხატსა მისსა, არა ღმრთად აღვიარებთ, არამედ ღვთისა და კაცისა – ქრისტეს ხატად”, “რომელსაცა თაყუანის ვცემთ ღმრთისა კაც ქმნილისა ხატად, და ყოველთა მგმობართა მისთა შევაჩუენებთ და განვაქიქებთ”, “ქრისტეს ღმრთისა ხორცად თაყუანის ვცემთ და ეგრეთვე ხატსა ამას”, ეს პოლემიკა საბოლოოდ ხატმებრძოლთა შეჩვენებამდე მიდის: “აექვიან სასასა ენაი, რომელნი შენ არა თაყუანის გცემენ, ღვთივბრწყინვალეო ხატო ქრისტეს მეუფისაო”, “მას გამოვხატავ და ვჰმონებ, თაყუანისვცემ და აღვიარებ ხორცშესხმულისა ღვთისა ხატად”, “რომელმან შეურაცხყოს ხატი ქრისტესი, თვით მას შეურაცხ-ყოფს”; “დაჰბეჭდა ტილოსა ზედა საღმრთოისა… პირისა თვისისა ტვიფარი, რომელი ექმნა მას მრჩობლ იესუდ”, იმოწმებს იოანე ოქროპირის თვალსაზრისს ხატთა თაყვანისცემის შესახებ: “იოვანემან, ოქროს სეხნამან (ოქროპირი)… ქადაგა ქრისტეს ხატისა მსახურებაი თაყუანის ცემით, რამეთუ თვით მის ღმრთისად აღიწევის”, “არათუ ფიცარსა ზედა გამოსახულსა ფერსა ღმრთად ვირწმუნებთ, არამედ ხატსა, რომლისაი იყოს სახელი, მისდამი აღვავლენთ პატივისცემასა”, ასევე მოყავს გრიგოლ ღვთისმეტყველის შეხედულებები იმის შესახებ, რომ ხატებთან უცრემლოდ არავინ მივიდესო. ასე აისახა ეკლესიის მამების ნააზრევი არსენის საგალობელში. კულმინაცია ანტიხატმებრძოლური პოლემიკისა არის წყევლა, რომელსაც უთვლის ის ამ ერესის გამავრცელებელთ, მსგავსად იოანე დამასკელისა. “მეხდატეხით დაიწვი კონსტანტინე, სახელით ხენეში და ბილწი, ბანაკითურთ”. აი, რას ვკითხულობთ შესაბამისად “გარდამოცემაში”: “ლეონ ისავრი და კოსტანტინე სკორიანი, ლეონ სომეხი და ყოველნი მტერნი წმიდათა ხატთანი შეჩუენებულმცა არიან. ანასტასი და კოსტანტინე და ნიკიტა, რომელთა წვალებით დაიპყრეს საყდარი კოსტანტინეპოლისაჲ და წინამძღუარ წვალებისა იქმნნეს და წარწყმედისა, შეჩუენებულმცა არიან.”
______________________
ანტინესტორიანული პოლემიკა

არსენი თავის საგალობელში აღნიშნავს რა, ანტონ მარტმყოფელის მიერ საქართველოში ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანების ფაქტს. ის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ფაქტს, გამომდინარე იქიდან, რომ ანტონმა ხატი იხსნა მწვალებელი ნესტორიანელებისგან. “და ღვთისმბრძოლთა საძაგელთა მწვალებელთაგან ანტონი საკვირველმან დაგვიუნჯა, გოდლად საძლეველად მტერთა”, “სიტყუაი ღვთისაი, რაი ქალწულებრივთა სისხლთაგან მაცხოარებდიეს, დედად ღმრთისად ვცნობთ მშობელსა”. აქ უფრო მეტი კონკრეტიზაცია გვაქვს. აღნიშნული ადგილებიც კონკრეტული თეოლოგიური შინაარსით არის დატვირთული, საქმე ისაა, რომ იოანე დამასკელის ჰომილიების თანახმად ღვთისმშობლის სახელი შეიცავს ხორცქმნის მთელ საიდუმლოს. “ჭეშმარიტად და სამართლად ღმრთისმშობელად სახელ-ვსდებით წმიდასა მარიამს” - გვიხსნის იოანე დამასკელი, რამეთუ ესე სახელი სრულ-ჰყოფს ყოველთა საიდუმლოსა განგებელებისათა, რამეთუ უკუეთუ ღვთისმშობელ არს მშობელი უეჭუელად, ღმერთ არს მისგან შობილი უეჭუელად და კაცცა, რამეთუ ვითარმცა დედაკაცისაგან შობილსა ღმერთსა აქუნდა პირველ საუკუნეთა მყოფობაი, არა თუმცა კაცად გამოჩინებულ იყო, რამეთუ ძე კაცისაი უეჭუელად კაც არს. ხოლო უკუეთუ დედაკაცისაგან შობილი იგი ღმერთ არს, ცხად არს, ვითარმედ ერთი არს ღმრთისა და მამისაგან შობილი იგი საღმრთოისაებრ და დაუსაბამოისა არსებისა და უკუანაისკნელთა ჯამთასა ქალწულისაგან შობილი დაწყებულებისაებრ და ჟამიერისა არსებისა ესე იგი არს კაცობრივისა, რამეთუ ერთსა გუამსა და ორთა ბუნებათა და ორთა შობათა ღმრთის ჩუენისა იესუ ქრისტესცა დაჰნიშნავს ესე”. აქედან გამომდინარე თუკი მარიამს ღვთისმშობელს ვუწოდებთ, უნდა დავადასტუროთ, რომ მან შვა ღმერთი და ამავ დროს ადამიანი, რადგან ღმერთის შობა გარდაუქმნელად შეუძლებელია. იოანე დამასკელი აქვე წარმოადგენს ნესტორიანელთა მწვალებლურ შეხედულებას აღნიშნულ საკითხზე. Kკონსტანტინეოპოლელი პატრიარქი ნესტორი და მისი მიმდევრები წმინდა ქალწულს მარიამს ღვთისმშობლად არ მიიჩნევდნენ. მათი შეხედულებით, ქალწულმა შვა არა ღმერთი არამედ ადამიანი, რომელსაც შემდეგ დედისგან დამოუკიდებლად შეერწყა ღვთის სიტყვა. ნესტორი მოითხოვდა მარიამისთვის ეწოდებინათ არა ღვთისმშობელი, არამედ “ადამიანისმშობელი”, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია ქრისტიანულ სამყაროში. ბოლოს ნესტორმა შეარბილა თავისი თვალსაზრისი და მარიამს უწოდა “ქრისტესმშობელი”. ნესტორიანელთა ერესი ეფესოს საეკლესიო კრებამ დაგმო. 
______________________
ანტიმონოფიზიტური პოლემიკა

ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი, მასში ეს ორი ბუნება ერთნაირად ძლიერად არის წარმოდგენილი. ის არის “ღმერთი განხორციელებული”. სწორედ ქრისტეს ამ ორ ბუნებასთან დაკავშირებით გაემიჯნა ერთმანეთს VII საუკუნეში ქართული და სომხური ეკლესიები. სომხური ეკლესია აღიარებდა ღმერთის მხოლოდ ერთ, ღთაებრივ ბუნებას. ეს პოლემიკა, როგორც ჩანს, აქტუალობას არ კარგავს არც XII – XIII საუკუნეებში. “ყველა წვალებათაგან – წერს კ. კეკელიძე – რომელთა კვალი დარჩენილა ქართულ პოლემიკურ მწერლობაში, ჩვენს წინაპრებს ამოძრავებდა უფრო მონოფიზიტობა და მისი ფრაქციები, განსაკუთრებით კი სომეხთა ანტიქალკედონიტობა”, ეს კვალი ძლიერია არამარტო პოლემიკურ წერილებში, არამედ ჰიმნოგრაფიაშიც. ანტიმონოფიზიზიტურ პოლემიკას ჩვენ ვხვდებით დავით აღმაშენებელთან, არსენ ბულმაისიმისძესთან და სხვებთანაც. არსენთან ძალიან ხშირია მითითება იმაზე, რომ ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი, რაც გადადის ანტიმონოფიზიტურ პოლემიკაში. “პირველ ქალწულმა გვიშვა ღმერთი და კაცი ხორცითა მიუწვდომელად”, “ვიხილეთ ორთა შინა ბუნებათა” (ქრისტე. ი.მ), “არა ღმერთად თაყუანის ვცემთ, არამედ ღმრთისა კაცქმნილისა განღმრთობილთა მათ ხორცთა”, “ესე აწ არს ღმერთი ჩუენი, რომელი კაცთა შორის იქცეოდა ვითარცა კაცი და ამაღლდა ზეცად, ვითარცა ღმერთი”, “ბუნებით სრულმან ღმერთმან და ბუნებით სრულმან კაცმან”, არსენიც წყევლას უგზავნის მათ, ვისაც ეჭვი შეაქვს ქრისტეს ორ ბუნებაში: “დაიყავნ პირი მათი, რომელნი არა აღგიარებენ პირმშოისა მის ღმრთივშუენიერსა ხორცმოსილებისა თანა შეერთებულსა”, “რომელსაცა აღვიარებთ ღმრთისა კაცქმნილისა ხატად”, ე.ი როგორც ნიკეა – კონსტანტინეოპოლის სიმბოლომ გადაწყვიტა, ქრისტეს მოსვლა არის არა ხორცშესხმა, არამედ განკაცება, ამასვე იმეორებს არსენიც. “კაც იქმნა ღმერთი არა საოცრად და ღმერთ-ყო სხეული არა ლიტონად, ამისთვისცა ღმერთკაცად აღვიარებთ ორთავე სრულებით დამცველსა”, “ღმრთეებაი არაოდეს სადა განეშორა ხორცთა მათ ღვთივგუამოვანთა”.
___________________________
არსით ახალი

ხელთუქმნელი ხატის შემობრძანება საქართველოს “ახალ ერად” “ახალ ისრაელად”, “საზეპურო ერად” აქცევს. ავტორი ტერმინ “ახალს” მრავალ კონტექსტში მოუხმობს. ვნახოთ როგორ იყენებს ბულმაისიმისძე მას და როგორ არის ის გაგებული. “დავით ახალო ქართველთა მეუფეო”- მიმართავს დავით წინასწარმეტყველს. “ძველთა აჩრდილთა წილ ახალთა შინა დახატვად Qქრისტეს განგებულებისა გვიბრძანებს ფერთ მოქმედებით”, ”და აქა ახალი ერი მსგავსად ყრმათა მათ უმანკოთა უძნობს...” “ქართველთა სამეუფოო, არასადა უმრწემეს ხარ ქალაქთა შორის ახლისა ისრაელისათა”, “ახალსა ძღუენსა ახალი ერი, არსთა არსქმნისა მიზეზო სიტყუაო, შემწირველი შენდა შენ მიერ ხსნილი ბოროტთაგან..”, “ახალო ბუნებაო. ღმრთის მხილველო, იხარებდი!”, “ხატითა მითვე უცილობელი ახლისა მის ერისა წყალობად”. ”ღვთივქმნული ხატი, ყოვლად წმინდაი, და ისრაელსა ამას ახალსა დაუუნჯე”. სიტყვა - ახალი ჩვეულებრივ მნიშვნელობასთან ერთად “ახალ აღთქმაში” გულისხმობს მარადგანახლებადსაც. საიდუმლო სერობაზე ქრისტე მოწაფეთ ეუბნება: “ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაი”. (მთ. 26,28) პავლეს ეპისტოლეში წერია: “აჰა, ესერა იქმნა ყოველივე ახალ”, (II კორინთ 5,17.) მარადგანახლებადობის მოლოდინი ჩანს წმ. პეტრეს II ეპისტოლეში: “ახალთა ცასა და ახალთა ქუეყანასა მსგავსად აღქუმისა მისისა მოველითო” (3.13) ქრისტიანობა არის ახალი ცხოვრება, “ახალი გალობა”, რომელიც ავგუსტინეს თანახმად მოწოდებულია აღადგინოს ცოდვით დაცემის შედეგად დარღვეული ჰარმონია სამყაროსი. “ახალი გალობა” თავად სიყვარულია. თუ ტერმინ “ახალის” ახსნისას ბიბლიით ვიხელმძღვანელებთ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბერძნულ ენაში “ახლის” იდეა ორი ტერმინით გამოიხატება: არის დროში ახალი, ახალგაზრდა და არსით ახალი, აქედან გამომდინარე, საუკეთესოც თვისებრივად ბიბლიაში ორივე ცნება მოხმობილია ისეთ რეალობებთან, რომლებიც უკავშირდება ხსნას, გახაზავს მის ახლახან დამკვიდრებას. არსით ახალი ბევრად უფრო ხშირად დასტურდება ბიბლიაში და ახასიათებს სრულიად ახალ, საოცარ, ღვთაებრივ მოვლენებს. ცოდვით დაცემული ადამიანი მიისწრაფვის მიეახლოს პირველსახეს. აღადგინოს ხატი ღვთისა ნიმუშთ - ნიმუშად ამ გზაზე მას აქვს ჯვარცმის მისტერია, ხორციელდება ახალი ხატყოფა, მონანულში ქრისტეს დაბადება. და იქმნება ახალი ადამიანი, რომელიც მეორედ იშვა მეორე ადამისაგან, მეორე ადამი ქრისტეა. სინანულის გზაზე კვდება “ძველი და იბადება ახალი ადამიანი”. ყველა ზემოთ დასახელებულ მაგალითში არსენ ბულმაისიმისძე არსით ახალს გულისხმობს. ქრისტეს მოსვლის შემდეგ იქმნება ახალი რეალობა, ახალი ისრაელი, ანუ საქრისტიანო და ამ საქრისტიანოში ახალი ერი, საქართველო. ასევე განახლება, სულიერი გარდაქმნა უკავშირდება მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის შემობრძანებას ქართლში, რადგან ეს არის ახალი საოცარი ღვთაებრივი მოვლენა. “ახალი ძღუენი”, როგორც მას უწოდებს არსენი.ბიბლიური დავითიც იწოდება არსენთან ახალ ადამიანად. დავითი წვდება ღვთაებრივი კანონის არსს და მისი აღსრულება საკუთარი ნების სფეროში შემოაქვს. იგი ის ადამიანია, რომელშიც იწყება პიროვნების გამოკვეთისა და თვითშემეცნების გზა, ამიტომ არის იგი ახალი ადამიანი.
______________________________
ხატი - სიმბოლო პირველსახის

არსენს საკმაოდ ხშირად მოაქვს ბიბლიური შედარება, მოსეს მიერ თაბორის მთაზე ღმერთის ხილვას ადარებს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის და შესაბამისად ქრისტეს ხილვას. “ვითარცა მოსე იდიდე ღვთისა მიერ, რამეთუ რომელი მან იხილა უცვალებელი სახე, ხატი და ბრწყინვალებაი მამისაი, ღმერთი და კაცი-ქრისტე ხილული თვით პირმშოითა ხატითა, ვითარ უწყის, და ღმრთეებისა დიდებითა გამოგეცხადა შენ, ანტონი”. “რამეთუ წმინდაი ხატი ქრისტეს ღმრთისაი შეიწყნარა, რომლითა თაბორს ეჩუენა მოწაფეთა ღმრთეებისა დიდებითა განბრწყინებული”, “მოვედით ვიხილოთ წმიდაი ხატი მისი, რომელი მოწაფეთა თაბორს ზედა ღმრთეებისა დიდებითა იხილეს.” “თაბორსა ეჩუენა ბუნებითითა მით ნათლითა მოწაფეთა”. მამა-ღმერთი უხილავია და მასზე საუბარს ერიდებიან. ძველი აღთქმიდან ღვთის ხილვა მოსემ სცადა თაბორის მთაზე და იხილა იგი ცეცხლოვანი მაყვლოვანის სახით. ეს არის ერთ ერთი სახე – სიმბოლო ღმერთისა. რა თქმა უნდა ის რაც ტრანსცენდენტურია კოსმოსის მიმართ ვერც ერთ ხატში, სახეში ვერ მოთავსდება სრულყოფილად. “ბუნებაი ღმრთეებისაი უხილავი, ყოვლად მიუწვდომელ არს”, ან კიდევ, “ხატი ღმრთეებისაი კაცთა ბუნებისაგან უხილავ არს და მიუწვდომელ”- ამბობს არსენიც. ან კიდევ, “ზეშთა ცნობისა უცხოი და გონებითაცა ყოვლად მიუწვდომელი, დიდი ესე გამოუთქმელი ღვთისა განგებულებაი”. პავლე მოციქული ამბობს: “ვინ ცან გონებაი უფლისაი”? ერთადერთი და უპირველესი ხატი, რომელშიც მამა გამოვლინდა სრულიად, არის იესო ქრისტე. უფლის გაცხადება ძეში, კაცად მოსვლა იქითკენაა მიმართული, რომ ადამიანმა შეიძლოს განღმრთობა. ჩვენი სულისმიერი ზეაღსვლა უფლისაკენ, რომელიც თავისთავად შეუცნობელია, შეუძლებელი იქნებოდა, მისგან შექმნილი და ჩვენგან შემეცნებადი სამყარო ნაწილობრივ და უფრო დაბალ დონეზე, რომ არ არეკლავდეს შემოქმედს. არსენიც მოსეს მიერ მამა ღმერთის ხილვას ადარებს მაცხოვრის, (როგორც ხატის , რომელშიც გამოვლინდა მამა ღმერთი) ხელთუქმნელი ხატის ხილვას. 
_______________________________________
სიტყვა-ლოგოსი 

არსენს ბიბლიაზე და წმინდა მამათა მოძღვრებებზე დაყრდნობით აქვს გადაჭრილი ქრისტეს შობის, ადამიანის ცოდვისაგან განთავისუფლებისა და განღმრთობის შესაძლებლობის საკითხები. იესოს მოვლინება არის ღვთაებრივი ლოგოსის განხორციელება. Yყველაფერ ამის სათავეა ევანგელური მოძღვრება სიტყვაზე ანუ ლოგოსზე: “პირველითგან იყო სიტყუა და სიტყუა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი” სიტყვა აქ არ ნიშნავს ლექსიკურ ერთეულს, იგი გულისხმობს თქმას, იმ აზრით, რაც შესაქმეთა წიგნშია: “თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი”. ნათელი იქმნა ღვთის სიტყვით, ანუ ლოგოსით. Lლოგოსი არის ძე-ღმერთი, ქრისტე. წმინდა იოანეს სახარება იწყება სიტყვა – ლოგოსით. ასეთი დაწყება მიანიშნებს, რომ წინა სამ სახარებაში ქრისტეს შობა გულისხმობს მის განკაცებას, ხოლო თავისი არსით ის მარადიულად არსებობდა (პირველითგან იყო). სიტყვა – ლოგოსი საზრისია ცხოვრებისა. სიტყვა – ლოგოსი გამაერთიანებელია სოფლისა და ზესთასოფლისა. ასევე აქვს გააზრებული ლოგოსის რაობა არსენ ბულმაისიმისძეს: “ნათელი ნათლისაგან მოვლინებული, სიტყუაი განკაცებული.”, “ვითარცა დაფარულ იყავ ხორცთა შინა სიტყვაო ღვთისაო”, “ქალწულისაგან სიტყუაი თვით გუამქმნად ხორცთა”, “მიიღო რაი კაცებაი სიტყუამან მამისამან”, იესოს ხორცშესხმა გაიგება არა როგორც ერთეული ფაქტი, შემოფარგლული მაცხოვრის პიროვნებით, არამედ ვითარცა დაახლოება ორი ბუნებისა, აღდგინება ღმერთსა და კაცს შორის დარღვეული მთლიანობისა. ამაზე მსჯელობს იოანე დამასკელი: “ესრეთ უკუე სხუაი ვიდრემე არს შეერთებაი და სხუაი განხორციელება, რამეთუ შეერთებაი უკუე მხოლოსა შეყოფასა ოდენ ცხად-ყოფს, ხოლო თუ რაისა მიმართ იქმნა შეყოფაი, არასადა! ხოლო განხორციელებაი, რომელ არს განკაცებაი, ხორცთა მიმართ, ესე იგი არს, კაცისა მიმართ შეყოფასა ცხადყოფს ვითარ იგი განცეცხლებაი ცეცხლისა მიმართ შეერთებასა”. “განხორციელებაი უკუე შეერთებაი არს ხორცთაი, ხოლო ხორცქმნაი-სიტყვისაი ვითარმედ თვით იგი გუამი სიტყვისაი უქცეველად გუამ – ექმნა ხორცთა და ვითარმედ ღმერთმან ვიდრემე კაც იქმნ და კაცი ღმერთ ქადაგებულ არს, რამეთუ ღმერთ – სიტყუაი კაც იქმნა უცვალებელად”. პავლე მოციქული ქრისტეს შესახებ ამბობს: “მას შინა დამკვიდრებულ არს ყოველივე სავსებაი ღმრთეებისაი ხორციელად”, (კოლასელთა 2.9) მთელი სისავსე ღვთაებრივი ბუნებისა, გონებით მიუწვდომელი არსი ლოგოსისა, ამ განმარტების მიხედვით სრულიად ეტევა სხეულში ადამიანისა. 
___________________________________________
ჯვარცმა – ტრაგიკული სიყვარულის ფორმა

ღმერთმა შეისხა ხორცი, განკაცდა და მოევლინა ქვეყანას, საინტერესოა რა პრაქტიკული თვალსაზრისი ამოძრავებდა ღმერთს? პასუხი ერთი შეიძლება იყოს -სიყვარული. მხოლოდ კაცის სიყვარულის გამო, იქმნა უფალი ადამიანად და არა ანგელოზად იმეორებს ბერდიაევი იოანე დამასკელის აზრს და უმატებს: ღმერთი ყველა არსებისათვის ღმერთია, შემოქმედია. მაგრამ მხოლოდ ადამიანისთვისაა იგი მამა ან სურს ასეთად მოგვევლინოს და ამ სიყვარულის უდიდესი გამოვლინებაა საკუთარი ძის მოვლინება კაცთა ხსნისათვის. გოლგოთა იქცევა ყველაზე ამაღლებული სიყვარულის დემოსნსტრაციის ადგილად, ხოლო ჯვარცმა ყველაზე ტრაგიკული სიყვარულის ფორმად. ღმერთია თავად სიყვარული. ადამიანი დაეცა. ამის მიზეზი იყო თავისუფალი ნების არასწორი გამოყენება. დაეცა და დაკარგა სამოთხე. ადამიანი არ იყო მზად შესამეცნებლად, ამიტომაც ჰქონდა აკრძალული ცნობადის ხის ნაყოფი. ის შეუგნებლად მიჰყვებოდა უზენაესის ნებას და პირველსახეთა ხილვით ნეტარებდა , მაგრამ ადამიანში ჩნდება თვითშემეცნების იმპულსი. ადამიანი დაუკავშირდა მატერიალურ სამყაროს და დაემორჩილა ხრწნის პროცესს. “პირველცოდვამდე არა იყო ცთომაი” შენიშნავს გრ. ნოსელი. Dდა ამას დაუკავშირდა ადამიანის გამრავლების “პირუტყვული წესიც”. ადამიანის შეგნებაში პირველცოდნის შედეგად დაიკარგა კავშირი ზესთა სოფელთან, დამბადებელთან. ეს იყო ადამიანის თავისუფალი ნების, ნებელობის დემონსტრირება. Aამიტომ ხორცი სიტყვა შეისხამს ადამიანურ ნებას. ადამიანური ნებელობით გადაილახება ყველა დაპირისპირება შექმნილ და შეუქმნელ ბუნებათა. მიიღწევა ის, რის პოტენციალი იყო პირველი ადამიანის ნებელობაში, მაგრამ რაიც ვერ იქნა რეალიზებული. მოდის “ახალი ქრისტე”, რომელიც ნებსით ირგუნებს ტანჯვას და სიკვდილს, ნებსით აირჩევს გზას გოლგოთისკენ, იმისთვის, რომ გაკვალულიყო რეალური გზა უკვდავებისაკენ, იმისათვის, რომ ადამიანს დაებრუნებინა ერთ დროს თავისი ნებით დაკარგული სამოთხე. ადამიანს მისცემოდა შანსი განღვთობისა, თეოზისისა, რაც არის მიზანი ადამიანის არსებობისა. ქრისტემ ადამიანს მიზანი დაუბრუნა. მაგრამ გზა კაცობიდან ღმერთობისკენ ტანჯვით მიიკვალება. მან ეს გზა საკუთარი ნებით ირგუნა, არც ღმერთი გადასულა ადამიანის ნებას, როცა მან გადაწყვიტა თავისი ძის მოვლინება კაცად. “ყველაფერი, რასაც ელოდა ღმერთი დაცემული კაცობრიობისგან – ამბობს ვ.ლოსკი, განხორციელდა მარიამში. პიროვნულმა თავისუფლებამ ბოლოსდაბოლოს თავისი ადამიანური ბუნების, თავისი განხორციელების კარი გააღო ხსნის აუცილებელი საქმისათვის. უწმინდესი სამების მეორე წევრი შეძლებს შეაბიჯოს ისტორიაში არა ძლევამოსილი შეჭრის სახით, ვინაიდან მაშინ ადამიანი მხოლოდ იარაღი იქნებოდა”. თავმდაბლობის საოცარი მაგალითია. შემქმნელი თავისივე შექმნილისგან გამოითხოვს საკუთარი თავის ადამიანური ბუნებისას. რასაც ადამიანის მხრიდან დასტური მოყვება საკუთარი ნებით მიღებული. ამას ერთვის მაცხოვრის საკუთარი ნებით არჩეული გზა ტანჯვისა, გოლგოთისა. ეს ყველაფერი საკმაოდ ფართო ნაკადად იჭრება არსენის საგალობლებში: “ედემს შინა დადგინებულმან უხრწნელად, განვხრწენ მოცემული ჩემდა, ხოლო შენ თვისსა მპყრობელმან უცვალებელად მონისა მორფი შთაიცვი და კუალად უხრწნელ მყავ”. “ხსნილნი მის მიერ სისხლითა მისითა, საყუარელი რაი ზე მამამან ლხინებად ჩუენდა მოავლინა” - ქრისტე მოევლინა ამ ქვეყანას რაითა მეცა ღმერთ-მყოს”, ქრისტეს მიმართავს “რომელი ჩემთვის თავს იდევ და კაცებაი არა უღირს იჩინე, ხატსა ჩემსა მიმღებმან განაღმრთე იგი”. “ხორცნი რაი ჩემნი უხრწნელ ყვნა თვით ღმერთმან ჩემმან იესუ ქრისტე და ზეშთა ბუნებისა განაღმრთვნა”, “თბე რაი ჩუენი შენგან მიიღო ღმერთმან ჩემმან”, “რომელი ჯუარსა ამაღლდა ნეფსით განზრახვითა ღმერთი და კაცი ჩემთვის და ვნებაი თავს-იდვა ჩემთა ძუელთა ვნებათა განკურნებად”, “და თანა აღმიყუანა და დამსუა მარჯუენით მამულთა საყდართა”. 
__________________________________________-
ხელოვნება, როგორ ესთეტიკური აქტი, ღმერთკაცობრივი შემოქმედება

ფლობერი ამბობდა: “მე მსურს, რომ იესო ქრისტე არსებობდეს ნამდვილად და დარწმუნებული ვარ, რომ არსებობდა, ვინაიდან, ჩემი აზრით, უფლისეულ ვნებათა საიდუმლო ყველაზე მშვენიერია რაც კი რამ არსებობს ქვეყანაზე” გაუნელებელი წყურვილი სულისა მიგვასწრაფებს ყველაზე მშვენიერისაკენ, ქრისტესაკენ, რომლისგანაც მოდის ყველაზე დიდი სილამაზე. ამ აზრს აგრძელებს პავლე ფლორენსკი და ამბობს: “არსებობს რუბლიოვის სამება, ე. ი. არსებობს ღმერთი”. Qქმნილება ხელოვნებისა არის გამოცხადება და წვდომა. Mმწერალი მედიუმია, რომლის ფაქიზ სმენას წვდება ღვთაებრივი სიტყვა. Nნამდვილი ხელოვანის ძალმოსილება ღვთით ბოძებული ნიჭია. შემოქმედება ღმერთ – კაცებრივი პროცესია. ღმერთი შემოქმედია და ამიტომ იქ სადაც ჭეშმარიტი შემოქმედებაა, ღმერთი მყოფობს. სიბრძნისა და სიკეთის ძალით უფალმა სოფელს ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოების სახე მისცა, ჰარმონიითა და მთლიანობით აღბეჭდა. ამით აღფრთოვანებული სოლომონ მეფე ამბობს: “მან დასაბამმან მშვენიერებისამან შექმნა ისინი”. მეფე ღმერთს “ხელოვანს” უწოდებს. ხელოვანი ღვთისგან ბოძებული ნიჭის კვალობაზე საკუთარ ინდივიდუალურ ყალიბში ასხამდა ხელოვნების ნაწარმოებს. შუა საუკუნეებში კი ინდივიდუალობა ხელოვანისა, პოეტისა სრულიადაც არ იყო აუცილებელი. პოეტი იყო ღმერთის ნების გამომხატველი. ასე ესმოდათ ხელოვანის დანიშნულება ქრისტიანულ ლიტერატურაში, ამიტომ თითქმის ყველა ქრისტიანული ნაწარმოები იწყება თხოვნით ღვთისადმი, რათა მან მიანიჭოს ძალი და შეძლება გამოთქმისა: “აღმიხუენ აწ ბაგენი ჩემნი და განმინათლენ გონებაი, ღმერთო აღმავსენ სულითა სიბრძნისაითა და მომეც სიტყუაი ჯეროვანი წადიერებით შესხმად საშინელისა, დიდებულისა ხატისა შენისა”. XIII საუკუნეში არსენის ამგვარ რწმენას, რამოდენიმე საუკუნის შემდეგ პოეტი ასე გამოხატავს: 
“გულზედ მესვენა მზე მთვარე
ვლაპარაკობდი ღმერთთანა”. 
ამრიგად, XIII საუკუნისათვის ნიშანდობლივი თითქმის ყველა აქტუალური იდეოლოგიური ასპექტი გამოვლინდა არსენ ბულმაისიმისძის ხელთუქმნელი ხატის საგალობელში.